ციტატები
ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები
თუ გსურს, ძმაო, შეიტყო რა კარგი და საქები არის კაცი შრომისმოყვარე, წარმოიდგინე: ოდესცა შენ იმუშავებ დილითგან საღამომდის, მაშინ გიხარიან და მადლობ ღმერთსა, და თუ რომელიმე დღე უქმად გაატარე, იმ დღეს შენ თვითონაც მოწყენილი ხარ. მაშასადამე, ეცადე და შეიყვარე შრომა და მუშაკობა.
თემა: შრომაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
რაოდენი შრომა და ღვაწლი მიიღო მაცხოვარმან თავის თავზე ჩვენთვის და ჩვენ კი მცირესაცა შრომასა და ღვაწლსა არ ვითმენთ მისთვის. რაოდენი სიყვარული, რაოდენი მაგალითი გვიანდერძა მან ჩვენ და რა მცირესა ხედავს ჩვენ შორის განმზადებულებასა მიღებად მათდა და მადლობის გადახდად მათთვის.
თემა: ღვაწლიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ღმერთმან კაცს ერთის მხრით მისცა ღონე, ანუ ხერხი, რომლითაც მას შეუძლიან მუშაობა, მეორეს მხრით წინვე დაუდვა მრავალი მასალა; დანარჩენი დამოკიდებულია მის მუშაობაზედ და შრომაზედ. ყოველნი თვისი ბუნების საჭიროებანი, სახმარნი მოთხოვნილებანი კაცმან უნდა დააკმაყოფილოს თვისი შრომითა და მუშაობითა.
თემა: შრომაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
ჯვარი, ძმანო ქრისტიანენო, ძველსა დროებასა შინა იყო ის მახვილი, რომლითაცა დასჯიდნენ სჯულის გარდამხდომელთა კაცთა. ჯვარის აღება, ანუ ჯვარის ზიდვა საღმრთო წერილის ენაზედ ნიშნავს ყოველსა მას შრომასა, იწროებასა, ჭირსა და განსაცდელსა, რომელნი უნდა მოითმინოს ქრისტეს სჯულის აღმასრულებელმან კაცმან.
თემა: ჯვრის ტარებაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
76. სიმდაბლე და ტანჯვა (ხორციელი სივიწროვე) ადამიანს ყოველგვარი ცოდვისაგან ათავისუფლებს, იმიტომ რომ პირველი სულიერ ვნებებს აღკვეთს, მეორე კი - ხორციელს. ასე იღვწოდა ნეტარი დავითი, როგორც მისი ღვთისადმი ლოცვიდან ჩანს: " იხილე სიმდაბლეი ჩემი და შრომაი ჩემი და მიმიტევე ყოველი შეცოდებანი ჩემნი" (ფს. 24,18).
თემა: ცოდვა, განსაცდელები, თავმდაბლობა, ვნებებიავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ
კვლავ შეგახსენებთ იმის შესახებ, თუ რა შრომაა გასაწევი. აზრებს თავისუფლად მიმოტაცების საშუალება არ მივცეთ და თუ აზრი უნებურად მაინც გაგვექცა, თავი გავკიცხოთ და აზრების მოთოკვის სურვილით აღვენთოთ.
წმ. იოანე კიბისაღმწერელი ამის შესახებ ამბობს: "საჭიროა გონება იძულებით მოვაქციოთ ლოცვის სიტყვებში".
თემა: ლოცვისას გონებაგაფანტულობაავტორი: წმ. თეოფანე დაყუდებული
წყარო: გონებრივი ღვაწლი. იესოს ლოცვის შესახებ