ადამიანი - ციტატები, გამონათქვამები

ადამიანი - ციტატები, გამონათქვამები ადამიანი, გამონათქვამები, ციტატები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები


ცოდვით დაცემას სამოთხიდან გამოძევება მოჰყვა

მას შემდეგ, რაც ადამიანი ხორციელად მოკვდავი გახდა – რასაც სამოთხიდან მისი გაძევება, სახიერი მამისგან, ღვთისგან განშორება და სხვა შედეგები მოჰყვა წარმოიშვა საღვთო სჯულთან მებრძოლი ცოდვის სჯული (რომ. 7, 23).
ცოდვის სჯული, როგორც მიდრეკილება და ბოროტება, ადამიანში სიყრმიდანვე არსებობს (დაბ. 8. 21). ბოროტებისადმი მიდრეკილებამ, როგორც პირველმშობელთა მემკვიდრეობამ და ოდითგანვე ბედნიერების წყაროსგან მოწყვეტის ნიშანმა, ნაყოფმა და გადმონაშთმა, რა თქმა უნდა, ადამიანური ბუნების გახლეჩა გამოიწვია. ის (ადამიანური ბუნება) ბოროტისკენ გადაიხარა და ამით ადამისა და ევას შვილებს მწუხარება მოუტანა. მას შემდეგ, რაც ადამიანი ხორციელად მოკვდავი


ღმრთისა საკუთარ მიღწევად არ ჩათვალო

რა გაქვს ისეთი, ამპარტავანო ადამიანო, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რატომღა იქადი, თითქოს არ მიგეღოს [და მუდამ შენი ყოფილიყოს?] შეიცანი, ჩემო მდაბალო სულო, შენი კეთილისმოქმედი და ფრთხილად იყავი, რომ სხვისი რამ არ მიითვისო – ღმრთისა საკუთარ მიღწევად არ ჩათვალო. შეიცანი, უბადრუკო, შენი არსება და წარმომავლობა. ნუ გავიწყდება, რომ აქ უცხო ხარ და ყველაფერიც უცხოა. ხოლო თუ ტკბილმა კეთილისმოქმედმა რამე მოგცა, სუფთა სინდისით დაუბრუნე „შენნი შენთაგან“. რა გაქვს ისეთი, ამპარტავანო ადამიანო, რაც არ


ადამიანი იყო არარსი

სანამ ღმერთი ცასა და ქვეყანას შექმნიდა, იყო არაფერი, არარაობა, არარსი. სანამ ღმერთი ცასა და ქვეყანას შექმნიდა, იყო


ადამიანში ცვლილება ყოველ წამს ხდება

ისიქასტი ფილოსოფოსი აბბა ისააკ ასური ამბობს, რომ ადამიანში ცვლილება ყოველ წამს ხდება. და მართლაც, როგორც სულის, ისე სხეულის განწყობა ყოველწამიერად იცვლება და წარმოიშობა ხან დარდი, ხან ტკივილი, ხან სამწუხარო ამბების მოლოდინი, ხან კი განუსაზღვრელი სულიერი და ხორციელი არეულობა და წუხილი. ყველაფერ ამას ხორციელი ან სულიერი მიზეზი აქვს და ცხადყოფს ღვთის წყევლას, რითაც ადამიანთა მოდგმა პირველქმნილთა ურჩობის გამო დაისაჯა. ისიქასტი ფილოსოფოსი აბბა ისააკ ასური ამბობს

ასეა განსაზღვრული ადამიანის ცხოვრება დედამიწაზე. იგი ახლა ურჩობით შობილ ნაყოფს იმკის, რადგან უკვდავებას განეშორა. ასეა განსაზღვრული ადამიანის ცხოვრება


ხედავ, სად ამაღლდა ადამიანის მოდგმა?

ადამიანი არა მხოლოდ ღვთის მეგობრად, არამედ ნათესავადაც იქცა, ძეობის მადლი მიიღო. გახდა „მკვიდრ ღმრთისა თანა და თანამკვიდრ ქრისტესა“ (რომ. 8, 17), რადგან კაცთა მოდგმამ ღვთის ძეს დედად ყოვლადწმიდა ქალწული მისცა. ქრისტემ მისი წმინდა სისხლისგან შეისხა ხორცი და ეს ხორცშესხმული ღმერთი ღვთისა და მამის მარჯვენით დაჯდა. მას შემდეგ უფალი ზეცაში იხილვება და თაყვანისცემულია ანგელოზთა მიერ თავისი ადამიანური ბუნებითაც.
ხედავ, სად ამაღლდა ადამიანის მოდგმა? ადამიანები მადლის მიერ განიღმრთნენ! ადამიანი არა მხოლოდ ღვთის მეგობრად, არამედ


კაცთა მოდგმამ ქრისტეს დედად ყოვლადწმიდა ქალწული მისცა

კაცთა მოდგმამ ღვთის ძეს დედად ყოვლადწმიდა ქალწული მისცა. ქრისტემ მისი წმინდა სისხლისგან შეისხა ხორცი და ეს ხორცშესხმული ღმერთი ღვთისა და მამის მარჯვენით დაჯდა. მას შემდეგ უფალი ზეცაში იხილვება და თაყვანისცემულია ანგელოზთა მიერ თავისი ადამიანური ბუნებითაც. კაცთა მოდგმამ ღვთის ძეს დედად ყოვლადწმიდა

ჩვენი ბუნება თიხისაა, მიწას ესწრაფვის და ყოველივე საძაგელს ეძიებს; ვიცით, რომ ადამიანის გონება სიყრმიდანვე ბოროტებისკენ არის მიდრეკილი. „რამეთუ შეყოფილ არს მომგონებელობა კაცისა მოსწრაფებით ბოროტთა და სიჭაბუკითგან მისით" (დაბ. 8. 21). ჩვენ შიგნით ვხედავთ სჯულს, რომელიც ჩვენი თავისუფალი ნების დამორჩილებას ცდილობს, რათა ცოდვის მონად აქციოს იგი (რომ. 7, 23). ჩვენი ბუნება თიხისაა, მიწას ესწრაფვის და

ეს სხეული, რომელიც მიწა და სიმყრალეა, ღვთის დიდების სწორი, ანგელოზებრივი ყოფის ღირსი გახდება! ახლა ადამიანები ანგელოზებთან – წმინდა სულიერ არსებებთან – შედარებით ნივთიერნი არიან. ანგელოზებს კი ღმერთთან შედარებით რაღაც „ნივთიერი“ გააჩნიათ. ისინი არ არიან წმინდა სულიერი არსებები, როგორც ღმერთი, რომელიც შეუხებელი ნათელია. მაშინ ადამიანებიც ასე ანგელოზებრივნი გახდებიან. მაშინ ეკლესიურ მორწმუნეთა სიმრავლე ქრისტეს შეუერთდება. რა გულთბილად და მამობრივად ამბობს ამაზე ჩვენი უფალი: „მამაო, – მიმართავს თავის მამას, – რომელნი-ესე მომცენ მე, მნებავს, რათა, სადაცა მე ვიყო, იგინიცა ჩემ თანა იყვნენ, რაითა ჰხედვიდენ დიდებასა ჩემსა, რომელი მომეც მე“ ეს სხეული, რომელიც მიწა და სიმყრალეა, ღვთის

იფიქრე იმაზე, რომ ადამიანი ყვავილივით ჭკნება და სიზმარივით ქრება, იმაზეც, რომ საყვირის ხმაზე ყველა მკვდარი, როგორც მაშინ, როცა მიწა იძრა, აღდგება ქრისტეს შესახვედრად“. როცა მომავალი საუკუნის კარი გაიხსნება და ახლანდელი ქვეყანა განადგურდება, ჩვენი ადამიანური ბუნება პირვანდელ მდგომარეობაში აღდგება. უფალმა „გარდაცვალნეს ხორცნი ესე სიმდაბლისა ჩუენისანი, რათა იყვნენ იგინი თანახატ ხორცთა მათ დიდებისა მისისათა“. ჩვენი ბუნება, რომელიც ჩვენთან ერთად ოხრავს და იტანჯება, მხურვალე სურვილით ელის ღვთის შვილთა დიდებულ გამოჩენას. იფიქრე იმაზე, რომ ადამიანი ყვავილივით ჭკნება

ადამიანი, გამონათქვამები, ციტატები

2