14. როცა გონება ღვთის სიყვარულში წარმატებულია, მაშინ ბოროტი სული მის დაბრკოლებას იწყებს და ისეთ აზრებს შთააგონებს, რომელთა გამოგონებაც არც ერთ ადამიანს ძალუძს, გარდა ბოროტი სულის მამისა, დემონისა. ყოველივე ამას ღვთისმოყვარე ადამია...
იხილეთ სრულად
14. როცა გონება ღვთის სიყვარულში წარმატებულია, მაშინ ბოროტი სული მის დაბრკოლებას იწყებს და ისეთ აზრებს შთააგონებს, რომელთა გამოგონებაც არც ერთ ადამიანს ძალუძს, გარდა ბოროტი სულის მამისა, დემონისა. ყოველივე ამას ღვთისმოყვარე ადამიანისადმი შურის გამო აკეთებს, რათა ის, ამგვარ აზრთა მპყრობელი, სასოწარკვეთილებაში ჩავარდეს და აღარ ესწრაფვოს ღვთისათვის ლოცვის აღვლენას. მაგრამ ყოველივე ამით მზაკვარს თავისი მიზნისათვის ვერანაირი სარგებელი მოაქვს, პირიქით,...
7. ვისაც რა უყვარს, ცდილობს ყოველნაირად მისით იყოს მოცული და იშორებს ყველაფერს, რაც ამაში ხელს უშლის, ოღონდაც არ დაკარგოს სასურველი. ასეთივეა ღვთისმოყვარულის სწრაფვა წმინდა ლოცვისაკენ და ყოველგვარ ვნებას, რაც, შეიძლება, დაბრკოლება...
იხილეთ სრულად
7. ვისაც რა უყვარს, ცდილობს ყოველნაირად მისით იყოს მოცული და იშორებს ყველაფერს, რაც ამაში ხელს უშლის, ოღონდაც არ დაკარგოს სასურველი. ასეთივეა ღვთისმოყვარულის სწრაფვა წმინდა ლოცვისაკენ და ყოველგვარ ვნებას, რაც, შეიძლება, დაბრკოლებად იქცეს, თავისგან განაგდებს.
3. ვნებები, მოიცავენ რა გონებას, მას ნივთიერ საგნებს აჯაჭვავენ და, ღვთისაგან მოწყვეტილს, აიძულებენ მათით იყოს შეპყრობილი და, პირიქით, ღვთის სიყვარულის დაუფლება მას ვნებათა მარწუხებისაგან ათავისუფლებს იმაში დარწმუნებით, რომ დიდ რამ...
იხილეთ სრულად
3. ვნებები, მოიცავენ რა გონებას, მას ნივთიერ საგნებს აჯაჭვავენ და, ღვთისაგან მოწყვეტილს, აიძულებენ მათით იყოს შეპყრობილი და, პირიქით, ღვთის სიყვარულის დაუფლება მას ვნებათა მარწუხებისაგან ათავისუფლებს იმაში დარწმუნებით, რომ დიდ რამედ არ შერაცხოს არამარტო გრძნობადი საგნები, არამედ თვით ამქვეყნიური ცხოვრებაც კი.
1. ვისაც ჭეშმარიტად უყვარს ღმერთი, ყოველგვარი გონებაგაფანტულობის გარეშე ლოცულობს, ისევე როგორც ყოველგვარი გონებაგაფანტულობის გარეშე მლოცველს ჭეშმარიტად უყვარს ღმერთი. მაგრამ გონებაგაუფანტავად ვერ ილოცებს ის, ვისი გონებაც რაიმე მიწ...
იხილეთ სრულად
1. ვისაც ჭეშმარიტად უყვარს ღმერთი, ყოველგვარი გონებაგაფანტულობის გარეშე ლოცულობს, ისევე როგორც ყოველგვარი გონებაგაფანტულობის გარეშე მლოცველს ჭეშმარიტად უყვარს ღმერთი. მაგრამ გონებაგაუფანტავად ვერ ილოცებს ის, ვისი გონებაც რაიმე მიწიერსაა მიმსჭვალული. ამრიგად, ღმერთი არ უყვარს მას, ვისი გონებაც რაიმე მიწიერსაა მიჯაჭვული.
81. ღვთის შიში ორგვარია: პირველს წარმოშობს დასჯის საშიშროება, რომლისგანაც ჩვენში თანმიმდევრობით იბადება თავშეკავებულობა, ღვთის სასოება და უბიწოება, ამისგან კი - სიყვარული. მეორე თავად სიყვარულს უკავშირდება და სულში შობს მოწიწებას,...
იხილეთ სრულად
81. ღვთის შიში ორგვარია: პირველს წარმოშობს დასჯის საშიშროება, რომლისგანაც ჩვენში თანმიმდევრობით იბადება თავშეკავებულობა, ღვთის სასოება და უბიწოება, ამისგან კი - სიყვარული. მეორე თავად სიყვარულს უკავშირდება და სულში შობს მოწიწებას, რათა სული, სიყვარულით გათამამებული, ღვთის უპატივცემულობამდე არ მივიდეს.
82. პირველი სახის შიშს სრულყოფილი სიყვარული „გარე განსდევნის“ (1იოან. 4,18) სულიდან, მის მომპოვებელს აღარა აქვს ტანჯვის შიში; ხოლო მეორე - როგორ...
73. ყური უგდე რას ამბობს ის, ვინც სრულყოფილ სიყვარულს მიაღწია: "ვინ განგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს: ურვა თუ იწროება, დევნა თუ შიმშილი, სიშიშვლე თუ საფრთხე, გინდაც მახვილი? რამეთუ წერილ არს; შენთვის გვხოცავენ ყოველდღე; ცხვრებად გვთ...
იხილეთ სრულად
73. ყური უგდე რას ამბობს ის, ვინც სრულყოფილ სიყვარულს მიაღწია: "ვინ განგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს: ურვა თუ იწროება, დევნა თუ შიმშილი, სიშიშვლე თუ საფრთხე, გინდაც მახვილი? რამეთუ წერილ არს; შენთვის გვხოცავენ ყოველდღე; ცხვრებად გვთვლიან, დასაკლავად განწირულებად, მაგრამ ყოველივე ამას ვძლევთ მისი წყალობით, რომელმაც შეგვიყვარა ჩვენ. რადგან გვწამს, რომ სიკვდილი, ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზი, ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმყო, ვერც მომავალი, ვერც...
58. ყურს ნუ მიაპყრობ მაწყევარის ენას, ნურც ავსიტყვაობის მოყვარულისას, სიამოვნებით რომ ამბობს ან ისმენს მოყვასის საწინააღმდეგო სიტყვას; რათა არ განეშორო ღვთის სიყვრულს და უცხო არ გახდე მარადიული ცხოვრებისათვის.
53. თუ ღვთის სიყვარულის დაკარგვა არ გინდა, მაშინ ძმაზე გამწყრალი ნუ დაიძინებ და ნურც მას დააძინებ შენზე ნაწყენს. "არამედ ჯერ შენი ძმა შემოირიგე, და მხოლოდ შემდეგ მიდი" (მათ.5,24) წმინდა სინდისით, და მიუძღვენი ქრისტეს სიყვარულის შე...
იხილეთ სრულად
53. თუ ღვთის სიყვარულის დაკარგვა არ გინდა, მაშინ ძმაზე გამწყრალი ნუ დაიძინებ და ნურც მას დააძინებ შენზე ნაწყენს. "არამედ ჯერ შენი ძმა შემოირიგე, და მხოლოდ შემდეგ მიდი" (მათ.5,24) წმინდა სინდისით, და მიუძღვენი ქრისტეს სიყვარულის შესაწირავი ძილის წინა ლოცვებში.
48. ღვთის მოშიშს ჰყავს თავისი მუდმივი თანამოსაუბრე - სიმდაბლე, და მისი კარნახით ღვთის სიყვარულსა და მადლიერებამდე ამაღლდება. ღმერთი შეახსენებს მას, რომ ადრე წუთისოფლის მოთხოვნილებათა მიხედვით ცხოვრეობდა, შეახსენებს მის სხვადასხვა ...
იხილეთ სრულად
48. ღვთის მოშიშს ჰყავს თავისი მუდმივი თანამოსაუბრე - სიმდაბლე, და მისი კარნახით ღვთის სიყვარულსა და მადლიერებამდე ამაღლდება. ღმერთი შეახსენებს მას, რომ ადრე წუთისოფლის მოთხოვნილებათა მიხედვით ცხოვრეობდა, შეახსენებს მის სხვადასხვა ცოდვას, სიჭაბუკის ჟამს ჩადენილს და იმას, თუ როგორ იხსნა უფალმა ყოველივე ამისაგან და ვნებებით აღსავსე ცხოვრებიდან როგორ მოაქცია უფლისმიერი ცხოვრებისაკენ. ის შიშით მიიღებს სიყვარულსაც და ღრმა სიმდაბლით მადლობას შესწირავს უ...