სული - ციტატები, გამონათქვამები
სული - ციტატები, გამონათქვამები სული, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
თბება გაციებული სული ღმრთის სიტყვით, ლოცვით, თავმდაბლობით, სინანულით და ღმრთისადმი მადლიერების შეგრძნებით, მიუხედავად გულზე შინაგანი და გარეგანი მოქმედებებით გამოწვეული ცვლილებებისა.
ვინც ჰპოვებს თავის სულს, დაჰკარგავს მას; და ვინც ჩემი გულისთვის დაჰკარგავს თავის სულს, მოიპოვებს მას.
თ. 10-11
დაე, იფხიზლოს შენმა სულიერმა თვალმა და დაიცვას მიმოფანტვისგან, როგორც ხორციელი საგრძნობელი, უმთავრესად კი თვალი, ასევე სულიერიც, განსაკუთრებით კი გონება დაიცვას გაღიზიანებისგან. რადგანაც გრძნობების საშუალებით შემოდის ადამიანში სულ... იხილეთ სრულად
გონება და გული სულიერ სფეროს მიეკუთვნება. ამიტომ გულისა და გონების მიერ გარედან მიღებული აზრებისა და შეგრძნებების აღქმას სულიერი ხედვა ეწოდება. მაგრამ ჩვენი სულიერი თვალიც ბრმა არის. ეს სიბრმავე არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია გ... იხილეთ სრულად
გინდათ თქვენი სულის ფასი იცოდეთ? შეხედეთ გამოსყიდვის ფასს. არა მთელი ქვეყნის ოქრო, მთელი ქვეყანაც კი, იმ ყველაფრით, რაც კი მასშია, არამედ თავად უფალი იყო ჩვენი გამოსყიდვის ფასი.
გასაკვირი არ უნდა იყოს, თუკი ადამიანის სულის შესახებ, რომელიც გაცილებით აღემატება ყოველგვარ სხეულსა თუ სამშვინველს, სულ ერთია, ვისშიც არ უნდა იყოს და როგორიც არ უნდა იყოს, მე ვიტყვი, რომ იგი მშვენივრად არის მოწყობილი; ხოლო სულის ს... იხილეთ სრულად
არ არსებობს ქვეყანაზე ადამიანის სულზე უფრო ძვირფასი საგანძური. ზუსტად ამ განძმა უნდა გვიხსნას დაღუპვისა და სიკვდილისაგან. ყველაფერი დანარჩენი, რასაც ადამიანი აფასებს და უფრთხილდება, უცილობლად კვდება და იღუპება. ადამიანის სული უფლი... იხილეთ სრულად
აზრი, რომ გრძნობადი ხედვა თითქოს რაღაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანს შეიცავს, მცდარია. გრძნობადი ხედვა სულიერის გარეშე არ იძლევა სათანადო ცოდნას სულების შესახებ; უფრო დასაშვებია ყველაზე მცდარ გაგებამდე მისვლა და ეს უფრო მეტად გამოუც... იხილეთ სრულად
ადამიანი ხილული სახით ხორციელია, მაგრამ სხეული მაცოცხლებელ სუნთქვას ატარებს, რომელიც უშუალოდ შემოქმედისგანაა. ეს სული აკავშირებს ადამიანს შემოქმედთან და მის ირგვლივ არსებულ ზეციურ, სულიერ სამყაროსთან. ესაა მცირე ალი, მსგავსი... იხილეთ სრულად
ადამიანის სული ღმერთს ეკუთვნის. მან ის თავისთვის შექმნა; ადამიანის სული - ეს ღვთაებრივი სიყვარულის ობიექტია, მთელს ქმნილ სამყაროში ერთადერთი ძვირფასეულობაა, რომლის თავისად ქონა სურს უფალს.