ბერის დიადემა - ციტატები, ამონარიდები
ანტიქრისტე დაბადებულია და მისი ბეჭედი არა მარტო უხილავად, ხილულადაც იქნება დასმული ადამიანის ხელსა და შუბლზე.
პროდუქტებზე რომ აწერენ ანტიქრისტეს რიცხვს, ვერაფერს დაგიშავებთ. ეს არ არის ბეჭედი. უნდა თქვა "მამაო ჩვენო", ჯვარი გადასახო, ასხურო ნაკურთხი წყალი და ასეთი საჭმელი განიწმინდება
ბოროტს 666 მახე აქვს დაგებული. ანტიქრისტეს დროს ადამიანისათვის ყველაზე დიდი მახე ის არის, ხსნას კოსმოსიდან რომ ელოდება. ეგონებათ უცხოპლანეტელები მოიტანენ ხსნას. სინამდვილეში ბოროტები მოვლენ სახეშეცვლილები
თუ საჭმელს მოიპარავ, ათი მცნება ირღვევა და ბეჭედს ისედაც მიიღებ. მორწმუნე ღმერთის იმედად იქნება. ბოლო ჟამს ისეთ სასწაულს გაუკეთებს თავის ხალხს, ერთი ფოთოლი ერთ თვეს გეყოფა. მიწაც ხომ არ დაილია, გადასახავ ჯვარს და პურად გექმნებათ
თუ შენ არ გინდა ანტიქრისტეს ბეჭდის მიღება და ძალად დაგაბეჭდეს, როგორც მაგალითად, ქალიშვილი თუ გააუპატიურეს ისე, რომ მას არ უნდოდა, ღვთის წინაშე ქალიშვილად რჩება. ანტიქრისტეს ბეჭდის დროსაც ასე იქნება, თუ არ უნდა ადამიანს, მასზე არ ... იხილეთ სრულად
ნუ შეგეშინდებათ, მთავარია ანტიქრისტეს ბეჭედი არ დაიდოთ ხელსა და შუბლზე. ნურც იმ კაცის პურს შესჭამთ, ვინც ნიშანი დაიდო
ბოლო დროს ანტიქრისტეს მომხრეებიც პირჯვარს გამოისახავენ, ეკლესიაში შემოვლენ და სახარების მცნებებზე იქადაგებენ, მაგრამ ვინც კეთილ საქმეს არ გააკეთებს, არ დაუჯეროთ, საქმით იცნობთ ღვთის მორწმუნეს
ზოგი იტყვის ასე მეწერაო, თუ ადამიანს დაღუპვა ეწერა, მაშინ რატომ უნდა განიკითხოს ღმერთმა? ბედისწერას ჩვენ თვითონ ვქმნით. ადამიანმა თავისი დაუდევრობით თუ მოუფიქრებლობით სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო და გარდაიცვალა, რა შუაშია აქ ბედისწერ... იხილეთ სრულად
ღვთის განგებას კაცი ვერ ჩაწვდება. არსებობს დაშვება, ნება და განგება. დაშვებაა, როცა უფალი გვაძლევს თავისუფლებას. ჩვენ ადამიანები, რასაც გვინდა იმას ვაკეთებთ. როცა უფლის ნება შემოდის, ადამიანები განლიგებული, გაშტერებულები ვართ, ამ ... იხილეთ სრულად
სამშვინველი არის სული რომლითაც ვსუნთქავთ. იგი სამი ნაწილისაგან შედგება: აზრი გრძნობა და სურვილი. აზრი ტვინშია ჩადებული, გრძნობა - გულში და სურვილი მთლიანად სხეულში. როდესაც რაიმე სურვილი გვეუფლება, მთელი სხეული აღიძვრება