ბერის დიადემა - ციტატები, ამონარიდები
იღუმენიობა მარტო ხარისხი კი არ არის, დასამდაბლებელიცაა. ზოგს საცხოვნებლად მიეცემა, ზოგსაც წარსაწყმენდელად. თუ იღუმენია სიმდაბლისაკენ მიდის - საცხოვნებელია
უფალი დაამდაბლებს და უფალი აღამაღლებს. როცა თავი ვინმეზე კარგი მგონია, თავზე რკინის რგოლს ვიკეთებ, ფეხშიშველი გამოვდივარ. ხალხი რომ მიყურებს და იცინის, მაშინ ვმდაბლდები, ვხედავ ჩემს თავს, რა ნაგავიც ვარ
ჯერ ღმერთია მკურნალი, მერე ექიმი. მუშაკი ღირსია სასყიდლისა. რომელი არა ჰმადლობენ ექიმსა, არა ჰმადლობენ უფალსა. ექიმის ხელი და გონება ღვთისათვის სათნო საქმეს აკეთებს
წინამძღვრის გარეშე ნურაფერს გააკეთებთ. ბრწყინვალედ შემოსილი ანგელოზიც რომ მოვიდეს, არ შეცდეთ და კურთხევა არ შეცვალოთ