შალვა ამონაშვილი - ციტატები, გამონათქვამები
შალვა ამონაშვილი - ციტატები, გამონათქვამები შალვა ამონაშვილი | გამონათქვამები, ციტატები
მტერი შეიყვარე, თორემ ძმის სიყვარულს რა უნდა?
აბა მტერი შეიყვარე! აი აქაა შენი გამარჯვება, თორემ დედ-მამა და და-ძმა თუ გიყვარს, ამის გამო ნუ იფიქრებ - მოსიყვარულე ვინმე ვარო
ადამიანი უკვდავი არსებაა. ადამიანის სული უკვდავია. თუნდაც რელიგია არ ყოფილიყო, მე ეს რწმენა მაინც გამიჩნდებოდა
რწმენა ჩვენი გადამრჩენელია. თითქოსდა ახლიდან ბადებს ადამიანს, იმედებს გვიმრავლებს. განსაცდელში მყოფ ადამიანს წამოაყენებს და ახლიდან აწყებინებს ცხოვრებას
ადამიანი ბედნიერებისთვის იბადება ამქვეყნად და არა - უბედურებისთვის. სიხარულისთვის, და არა - მწუხარებისათვის
მასწავლებელს შეუძლია იამაყოს იმ "გონებაშეზღუდული" და "ჩამორჩენილი" ბავშვებით, რომლებსაც გონება გაუხსნა, ჩამორჩენილობა დააძლევინა და იმ დაწინაურებულ ბავშვებზე არანაკლები გახადა
მასწავლებლის სიამაყე ის არის, როცა გაჭირვებულ ბავშვს შეიყვანს ლხინში, როცა გაჭირვებულ ბავშვს გახდის გახსნილს. ასეთი მასწავლებელია ოსტატი. ეს არის მასწავლებლის ღირსება
ბავშვს წარსული არ უყვარს. მით უმეტეს, როცა ვუხსენებთ წარსულ ცუდს, ბავშვი გიჟდება ამის გამო, მოთმინებას კარგავს, მდგომარეობიდან გამოდის
სამი რამ გვინდა ფსიქოლოგიაში, რომ თანხმობა მივიღოთ - განვითარება, თავისუფლება, ზრდა. თუ ამას აკმაყოფილებ, ბავშვი გამოგყვება შენ, თუ არადა - ფეხს აითრევს