სიმშვიდე - ციტატები, გამონათქვამები
სიმშვიდე - ციტატები, გამონათქვამები სიმშვიდე, გამონათქვამები, ციტატები
ღმერთში მშვიდი ბრძენზე უბრძენესია და გულით მდაბალი - ძლიერზე უძლირესი, რამეთუ ისინი გონივრულად ატარებენ ქრისტეს უღელს.
მშვიდობის შვილებს არამშვიდობიან ხელისუფალთანაც შეუძლიათ, მოთმინებით შეინარჩუნონ მშვიდობა.
ღვთისაგან დაშორებული ადამიანი სულიერ სიმშვიდეს ვერ პოულობს ვერც ამ საწუთრო ცხოვრებაში და ვერც მომავალში, რადგან ვისაც ღმერთი და მარადიული ცხოვრება არ სწამს, უნუგეშოდ რჩება ამ ცხოვრებაშიც და ამასთანავე თავის სულს მარადიული სატანჯვე... იხილეთ სრულად
ყველაფერი მამისაგან მომეცა მე, და არავინ იცის ძე, გარდა მამისა; და არც მამა იცის ვინმემ, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს მის გამოცხადებას. მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენებთ თქვენ. იხილეთ სრულად
ქრისტიანმა რომ გულში სიხარული დაიმკვიდრო, აუცილებელია ზრუნვა შეუბღალავი სინდისის შესანარჩუნებლად. თითოეულ ჩვენთაგანს შეუძლია საკუთარი გამოცდილებიდან იმსჯელოს, თუ რაგვარ სიხარულს ბადებს სულში სუფთა სინდისი. შეხედეთ სათნო ადამიანის ... იხილეთ სრულად
შვილო, მშვიდად წარმართე შენი საქმეები და ღვთის სათნო კაცი შეგიყვარებს.
რამდენადაც დიდი ხარ, იმდენად დაიმდაბლე შენი თავი და უფლის წინაშე მადლს იპოვი.
რადგან დიდია უფლის მეუფება და მორჩილთაგან იდიდება იგი.
თ. 3-4
სიმშვიდე ეს არის სიფრთხილესთან შეერთებული სულის ისეთი განწყობილება, როდესაც იგი ცდილობს, არავინ გააღიზიანოს და თავადაც არაფრით გაღიზიანდეს”.
სიმშვიდე არის სულის უცვლელი მდგომარეობა როგორც პატივის, ასევე უპატიობის მიღებისას.
სიმშვიდე არის ნაყოფი და შედეგი ჩვენი გლოვისა საკუთარ ცოდვებზე. ყველაზე მეტად ჩვენ ვეძებთ სულიერ სიმშვიდეს, მაგრამ ვერ ვპოულობთ მას, რადგან იგი თვინიერებისა და უბოროტობის შედეგია. “...ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გული... იხილეთ სრულად
სიმშვიდე არის გონების ისეთი წყობა, როდესაც ადამიანი ერთნაირია მაშინაც, როდესაც მას პატივს სცემენ და მაშინაც, როდესაც მას არ სცემენ პატივს და ყოველთვის გულწრფელად ლოცულობს თავისი შეურაცხმყოფელისათვის.