მცნებათა დაცვა - ციტატები, გამონათქვამები
მცნებათა დაცვა - ციტატები, გამონათქვამები მცნებათა დაცვა, გამონათქვამები, ციტატები
მცნების შემსრულებელი ამისთვის განსაცდელს უნდა ელოდეს, რადგანაც ქრისტეს სიყვარული საწინააღმდეგოთი გამოიცდება.
მცნებების შესრულებამდე სულიწმიდის მოქმედების მაძიებელი ჰგავს ფულით შესყიდულ მონას, რომელიც რაწამს შეისყიდეს, ეძიებს, რათა ნასყიდობის სიგელთან ერთად გათავისუფლებისაც დაუწერონ.
მცნებების შესრულება იმას ჰქვია, როცა ბრძანებული შევასრულეთ; ხოლო სათნოება არის ის, როცა გაკეთებული ჭეშმარიტად სათნოა ღვთისთვის.
მცნებები - ეს ერთიანი ოქროს ჯაჭვია. ამ ჯაჭვიდან ერთი რგოლიც რომ ამოვარდეს ან გაწყდეს, მაშინ დედამიწაზე ღმერთთან ურთიერთობა და საუკუნო ცხოვრება შეუძლებელი გახდება ადამიანისათვის.
მცნებები, როგორც რგოლები ერთიანი ჯაჭვისა, ერთმანეთთან განუყოფლად არიან დაკავშირებულნი: გაწყდება ერთი რგოლი და მთელი ჯაჭვი დაიშლება.
მცნებები - ეს პირობაა კავშირისა. ხატოვნად რომ ითქვას, მათზე, როგორც ღერძზე, ადამიანმა თავისი ცხოვრება, აზრები, სიტყვები და ქმედებები უნდა აასხას.
მოძღვარო, რომელია სჯულის მთავარი მცნება? ხოლო იესომ მიუგო მას: გიყვარედეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი სულით და მთელი შენი გულით და მთელი შენი გონებით. ეს არის პირველი და მთავარი მცნება. და მეორე, ამისი მსგავსი:... იხილეთ სრულად
კარგია, თუ მთავარ მცნებას დავიცავთ, არც სახელდობრ ვიზრუნებთ და არც სახელდობრ ვილოცებთ რაიმეზე, არამედ მხოლოდ ღვთის სასუფეველსა და სიტყვას ვეძიებთ. და თუ ჯერ კიდევ ვზრუნავთ ყოველ მოთხოვნილებაზე, მაშინ თითოეულისთვის უნდა ვილოცოთ, რა... იხილეთ სრულად
ისინი, ვინც ქრისტეს მცნებების მოვალედ არ მიიჩნევენ თავს, საღვთო სჯულს მხოლოდ ხორციელად კითხულობენ: "არა იცოდეს რასა იგი იტყვიან, არცა ვიეთთათვის დაამტკიცებენ" (1 ტიმოთე 1,8); აი, ამიტომაც ფიქრობენ, რომ საქმეებით აღასრულებენ მას.