წმინდანები - ციტატები, გამონათქვამები
წმინდანები - ციტატები, გამონათქვამები წმინდანები, გამონათქვამები, ციტატები
ნურავის განიკითხავთ დროზე ადრე; ისინი, ვინც ცათა სასუფევლისგან ყველაზე შორს გვგონია და რომლებიც ჩვენ, შესაძლოა, გვძაგს ამის გამო, იქნებ წმიდანები გახდნენ და ოდესმე ამის გამო ჩვენ განგვიკითხონ.
სასოწარკვეთას არ უნდა მივეცეთ ბოროტმოქმედთა გამო, არამედ - გულმოდგინედ უნდა ვილოცოთ მათთვის, რომ კეთილნი გახდნენ. წმიდანთა რიცხვი ყოველთვის ცოდვილთაგან ივსება.
მრავალი საკუთარ თავს მართლად მიიჩნევს - აშკარა ბოროტმოქმედებთან შედარები. მაგრამ მათ საკუთარი თავი ღვთის წმინდა ადამაინებს შეადარონ და მაშინ აუცილებლად დაინახავენ, რომ მხოლოდ საბრალო ცოდვილნი არიან.
1647. ხომ არ ითვლება ანგელოზთა და წმინდანთა პატივისცემა ღმერთის პირველი მცნების საწინააღმდეგოდ?
წმიდანები იყვნენ როგორც ღვთისმოყვარენი, ასევე - ყველა ადამიანზე მეტად კაცთმოყვარენი.
ახლა არაწმიდა სულს არ სურს ურთიერთობა ღვთისმოსავ ადამიანებთან: მოვა დრო, როდესაც იგი ძალიან მოინდომებს ამას, მაგრამ უკვე გვიან იქნება (სიბრძნე 5, 3).
მაგალითი ადამიანებისა, რომლებიც ღვთისადმი ცეცხლოვანი სიყვარულით არიან ანთებულნი, ჩვენს გულსაც კვებავს ქრისტიანული სათნოებით. განცალკევებით დადებული ნახშირი, მართალია, სიცხოველეს შეიცავს, მაგრამ ნელ-ნელა ქრება და ცივდება.