ქრისტიანული, ეკლესიური ცხოვრება - ციტატები, გამონათქვამები
ქრისტიანული, ეკლესიური ცხოვრება - ციტატები, გამონათქვამები ქრისტიანული, ეკლესიური ცხოვრება
ხშირად ადამიანი ვერ უმკლავდება წუთისოფლის ამაო ყოფას, მის მიერ შემოთავაზებულ სხვადასხვა კოლიზიებს; მრავალფეროვანი არჩევანის შესაძლებლობა, ურთიერთგამომრიცხავ გარემოებათა თავმოყრა, გზა ფართო და გზა ვიწრო... აბნევს მის ცნობიერებას. იხილეთ სრულად
იყო მართალი მართალთა შორის სანაქებოა და შესაშური, მაგრამ უფრო მეტი ქების ღირსია ის, ვინც მართალია ცოდვილთა გარემოცვაში.
ალექსანდრე მაკედონელს მოახსენეს, რომ ერთ-ერთი მეომარი უწესრიგოდ და უღირსად იქცეოდა. მეფემ მისი მოყვანა ბრძანა. როდესაც მეომარი ალექსანდრე დიდის წინაშე წარსდგა, მეფემ ჰკითხა: -რა გქვია შენ? -ალექსანდრე, - უპასუხა მეო... იხილეთ სრულად
ეკლესიური ცხოვრება ქრისტიანისა არის მუდმივი განახლებისა და ფერისცვალების პროცესი, ესაა შემოქმედებითი ხედვა სამყაროსი და სულიერი მიახლოება სრულყოფილებასთან.
ზოგჯერ ფიქრობენ, რომ ქრისტიანული ცხოვრება ზნეობრივად გამოსწორების პროცესია, სინამდვილეში კი გაქრისტიანება ხელახალი დაბადებაა, ხელახალი ცხოვრებაა, ახალი ქმნილებაა, ცხოვრება არა თავისთვის, არამედ სხვისთვის.
ყოველი ადამიანი იმ პატრონისაგან იღებს გასამრჯელოს, ვისაც ემსახურება. ვინც ქრისტესთვის მუშაობს, მისი საზღაური ასი წილი არის და ცხოვრება საუკუნო (მარკ. 10, 30), ხოლო ვინც შავ პატრონს ემსახურება, მისთვის მისივე პატრონი ცხოვრებას უკვე... იხილეთ სრულად