ღვთის სიყვარული ადამიანისადმი - ციტატები, გამონათქვამები
ღვთის სიყვარული ადამიანისადმი - ციტატები, გამონათქვამები ღვთის სიყვარული ადამიანისადმი
ღმერთს ვუყვარვართ უფრო მეტად, ვიდრე ეს მამას, დედას, მეგობარს ან სხვა ვინმეს ძალუძს. მეტიც, მას უფრო მეტად ვუყვარვართ, ვიდრე საკუთარი თავი გვიყვარს. საკუთარ დიდებაზე მეტად ჩვენს გადარჩენაზე ზრუნავს. ამის დადასტურებაა ამა სოფლად ტა... იხილეთ სრულად
ღმერთის უზენაესი მსჯავრი განსხვავებულია ადამიანთა მსჯავრისაგან. ყოვლადმოწყალე და სიყვარულით ყოვლად აღსავსე უფალი რომ მრისხანების ვნებას ექვემდებარებოდეს, მაშინ მთელი კაცთა მოდგმა დიდი ხნის წინათ იქნებოდა ამომწყდარ-გადაშენებული.
ღმერთი იმგვარად ელაპარაკებოდა ადამიანებს, რომ ითვალისწინებდა მსმენელთა უძლურებას და ესადაგებოდა მათ, ისევე, როგორც ნებისმიერი მამაც, არად აგდებს თავის ღირსებას, როცა ენის მოჩლექით ელაპრაკება ხოლმე თავის საყვარელ შვილებს.
ღმერთი დედა-ფრინველს ჰგავს: თვალს მოჰკრავს თუ არა გადმოვარდნილ ბარტყს, მის ასაყვანად თვითონაც ამოფრინდება ბუდიდან. როდესაც დაინახავს საფრთხეს, რომ ბარტყი შეიძლება გველმა გადასანსლოს, იგი შესაბრალისი კრიახით დაფრინავს მის და სხვა ბ... იხილეთ სრულად
ღვთის სიყვარული ადამიანის მიმართ აღემატება ადამიანის სიყვარულს უფლის მიმართ. ვინ იცის, ეყვარებოდა ბავშვს დედა, რომ არ ეგრძნო მისი სიყვარული თავის მიმართ? ასევე ადამიანსაც არ შეუძლია, აღანთოს თავის თავში ღვთისადმი სიყვა... იხილეთ სრულად
უფლისთვის სათნოა იქ ვიყოთ ჩვენც, სადაც ამჟამად თავადაა. სურს მასთან ვიყოთ საუკუნოდ. მას, ყოვლადსახიერსა მაცხოვარსა, არ სურს მარტოოდენ თვითონ ტკბებოდეს თავისი ღვთიური დიდებით, არამედ გული უთქვამს, ყველას გაუზიაროს. შესაძლებელია გან... იხილეთ სრულად
უფალს ჩვენ ვუყვარვართ, ამიტომ ჩვენ არაფრის არ უნდა გვეშინოდეს, გარდა ცოდვებისა, იმიტომ, რომ ცოდვებისაგან იკარგება მადლი, ხოლო მადლის გარეშე მტერი იტაცებს სულს, ისე როგორც ქარი გამხმარ ფოთოლს ან კვამლს. ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რო... იხილეთ სრულად
უფალს ეცოდება ყველა ცოდვილი, როგორც დედას თავისი შვილები, მაშინაც კი, როცა ისინი მიდიან არაკეთილი გზით, და სადაც არ არის სიყვარული მტრების და ცოდვილთა მიმართ, იქ არ არის სული უფლისა.
უფალი არის სიყვარული. ჩვენც გვიბრძანა გვიყვარდეს ერთმანეთი და გვიყვარდეს მტრები; სულიწმიდა გვასწავლის ჩვენ ამ სიყვარულს. სული, რომელსაც არ შეუმეცნებია სულიწმიდა, ვერ გებულობს როგორ შეიძლება მტრები გიყვარდეს და არ ღებულობს ამას. მა... იხილეთ სრულად
სულიწმიდაში შეიმეცნება უფალი და სულიწმიდა არის ყველა ადამიანში: სულშიც, გონებაშიც, სხეულშიც. ასე შეიცნობა ღმერთი ცაში და დედამიწაზეც. უფალმა თავისი გულმოწყალებით მომცა მე ცოდვილს მადლი, რათა ხალხმა შეიმეცნოს ღმერთი და მოიქცეს მისკ... იხილეთ სრულად