ილია II - ციტატები, გამონათქვამები
ილია II - ციტატები, გამონათქვამები ილია II | გამონათქვამები, ციტატები
წარსული თავისი ცოდვა-მადლით უკვე განგვშორდა. ჩვენ ახლა აწმყოსა და მომავალზე უნდა ვიფიქროთ.
მართლმადიდებელი სარწმუნოების გარეშე ირღვევა საფუძველი ჩვენი კულტურისა, იკარგება ჩვენი ტრადიციები, ჩვენი ეროვნული სახე.
ერეტიკულმა მიმდინარეობამ, გნოსტიციზმმა, დააბრკოლა პირველი ქრისტიანები ჭეშმარიტი გნოსისის - ცოდნის მიმართ; იმ სიმაღლეების მიმართ, რასაც მიაღწია კაცობრიობამ ანტიკურ ფილოსოფოსთა და მოაზროვნეთა საშუალებით.
ესაა ეკლესიის უპირველესი დანიშნულებაც, რომ აღდგომის თანაზიარად ჰყოს ადამიანი და იხსნას იგი მეორე, ანუ მარადიული სიკვდილისაგან.
თანამედროვე ადამიანის აზროვნება ზედაპირულია, მოკლებულია ღრმა განსჯას, რასაც მეცნიერები რადიოს, ტელევიზიის, პრესის, კინოს, თეატრის და ინფორმაციის სხვა საშუალებების სიმრავლით ხსნიან. კაცი ვერ ასწრებს ყველაფრის აღქმას, ამიტომაც მისი ... იხილეთ სრულად
ღრმა აზროვნებასთან ზიარება ბავშვს მეტად გაუადვილებს სხვა საგნების ათვისებას. ამასთან ჩვენ აღვზრდით ნამდვილად ჭკვიან ახალგაზრდებს, რომლებიც იცხოვრებენ და იმოქმედებენ არა მხოლოდ ემოციებით, თავისუფალნი იქნებიან მაქსიმალიზმისაგან და ჩ... იხილეთ სრულად