სიკვდილზე ამგვარ განსჯას და სხვა ამის მსგავსზე ფიქრს ნუ შევწყვეტთ. ამას სულის მღვიძარება მოაქვს და გონებას ფილტრავს, განწმენდს, რომ უკეთესად ხედავდეს. ამგვარი ჭვრეტა ბოროტი გულისსიტყვებისთვის ზღუდეა. როცა ის ჩვენში არსებობს, გზას ...
იხილეთ სრულად
სიკვდილზე ამგვარ განსჯას და სხვა ამის მსგავსზე ფიქრს ნუ შევწყვეტთ. ამას სულის მღვიძარება მოაქვს და გონებას ფილტრავს, განწმენდს, რომ უკეთესად ხედავდეს. ამგვარი ჭვრეტა ბოროტი გულისსიტყვებისთვის ზღუდეა. როცა ის ჩვენში არსებობს, გზას ვუღობავთ ცუდ გულისსიტყვებს და მათ აღარ აქვთ ჩვენში ადგილი, რადგან გონება ჭვრეტას მოუცავს.როცა არ გვაქვს ღვთიური ჭვრეტა, მაშინ ჩვენზე ნამდვილად ვნებები ბატონობენ.
ღვთის ანგელოზებს ერთი ცხონებული სული ზეცად აჰყავდათ. იქიდან კი სხვა ანგელოზები ჩამოდიოდნენ, რომელთაც ცოტა ხნის წინ სხვა სული აეყვანათ. ისინი ამ სულს ეამბორებოდნენ, ის კი ღვთის საყდარს მიახლებულ ანგელოზთა გამოუთქმელ სურნელებას გრძნ...
იხილეთ სრულად
ღვთის ანგელოზებს ერთი ცხონებული სული ზეცად აჰყავდათ. იქიდან კი სხვა ანგელოზები ჩამოდიოდნენ, რომელთაც ცოტა ხნის წინ სხვა სული აეყვანათ. ისინი ამ სულს ეამბორებოდნენ, ის კი ღვთის საყდარს მიახლებულ ანგელოზთა გამოუთქმელ სურნელებას გრძნობდა და მათი ხმა ესმოდა: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, რომელიც ამ სულის ცხონებას შეეწია!"
ზეაღმავალი სული, რომელსაც ბოროტი სულების მჭიდრო რიგები ხვდება, თრთის თავისი სრულიად დავიწყებული ცოდვების ეშმაკთა მიერ გაცხადებისას და გაოგნებული ელის, რა მოხდება. ერთი საზვერიდან მეორეში გადადის და თითოეულში პასუხს აგებს და ასეა ბ...
იხილეთ სრულად
ზეაღმავალი სული, რომელსაც ბოროტი სულების მჭიდრო რიგები ხვდება, თრთის თავისი სრულიად დავიწყებული ცოდვების ეშმაკთა მიერ გაცხადებისას და გაოგნებული ელის, რა მოხდება. ერთი საზვერიდან მეორეში გადადის და თითოეულში პასუხს აგებს და ასეა ბოლო საზვერემდე. როცა ყველას გაივლის და დამნაშავე არ აღმოჩნდება, მაშინ, მამათა თანახმად, იესო ქრისტეს მიეახლება თაყვანისსაცემად. მაგრამ თუ რომელიმე ვნებაში დამნაშავე და ბრალეული აღმოჩნდა, მაშინ იქიდან ჯოჯოხეთში დაინთქმება...