მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა - ციტატები, ამონარიდები
ო, როგორ წუხს ქრისტე მეუფე, როგორ ნაღვლობს სულთა სასიძო, როცა უმცირესი განსაცდელის გამო ჩვენი სასოწარკვეთილების ეკლის გვირგვინს ვადგამთ თავზე?
სადაც სიკერპე და ამპარტავნებაა, იქ ურჩობა და საცდურია. სადაც მორჩილება და სიმდაბლეა, იქ ღმერთი განისვენებს
ღმერთშემოსილი მამები ამბობენ: დაცემას ამპარტავნება უძღვის, მადლს კი - სიმდაბლე. სულმოკლეობა კი მოუთმენლობის დედაა
სულმოკლეობა მრავალ შვილს ბადებს: დრტვინვას, ურჩობას, ურცხვობას, ჩივილს, გმობას, სასოწარკვეთილებას და სხვა. ამპარტავნება და გაკერპება ჭეშმარიტი დები არიან, ისინი ათას შვილს შობენ. რომლებიც სულის დასაღუპად ერთიანდებიან
იოლად დაცემას არ მიეჩვიო. რადგან ყოველი დაცემისას სულის ზღუდე ირღვევა და მტრისათვის შესვლა იოლდება მანამ, სანამ დამარცხებული მთლიანად ტყვეობაში არ აღმოჩნდება
არ მოუძლურდე და გულისსიტყვები არ მიიღო. მუდმივად მოუხმე ქრისტეს. ვიდრე განსაცდელი გულისსიტყვას წარმოშობდეს შენს გონებაში, დაარღვიე იგი ლოცვით. არ დატოვო იგი. მაგრამ როცა შენ იტოვებ იმ უწმინდურებას, რასაც მტერი გესვრის, მცირე ... იხილეთ სრულად
ადამიანი სახლში ჯდომით ქალაქში ვერ იმოგზაურებს. მონაზონი, სიზარმაცითა და ულოცველობით, ვერ გახდება ზეციური იერუსალიმის ღირსი
სადაა სიმდაბლე, როცა შენ ხედავდ და ამბობ, რომ ყველა დამნაშავეა და მხოლოდ შენ ხარ კარგი? სიმდაბლეა, როცა სხვას ეშლება და მანამ, სანამ ის მოასწრებს შენდობის თხოვნას, ჩვენ მას მეტანიას ვუკეთებთ და ვამბობთ: "შემინდე, ძმაო, მაკურთ... იხილეთ სრულად
როცა დამდაბლდები, ყველა წმინდანად მოგეჩვენება. ხოლო როცა შენ თვითკმაყოფილი ხარ, შენი მოსაწონი არავინ არის და ყველანი ცუდები არიან