მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა - ციტატები, ამონარიდები
რა არის უფრო ბინძური, ვიდრე ამპარტავნება და უფრო მყრალი, ვიდრე უწმინდური გულისსიტყვები? და მაინც შენ მათ იტან, ისინი შენ გბილწავენ. შენ იოლად აძლევ მათ ნებას, რომ შემოვიდნენ და შენი ზღუდე მოარღვიონ, მაგრამ მერე ვნახოთ, როგორ გავლე... იხილეთ სრულად
არაფერი ისე არ სძულს ღმერთს, როგორც უსჯულო, ტკბობას მიცემული სხეულის სიბილწე. და ის ადამიანი, ვინც უწმინდურ გულისსიტყვებთან მრუშობს, მკვდარი ძაღლივით ერთიანად ყარს
იმ ადამიანის ცხოვრება და ლოცვა, რომელიც მოსაგრეობს და სხეულს წმინდად, თავის გონებას კი უწმინდურ გულისსიტყვათაგან შეუბღალავად იმარხავს, როგორც კეთილსურნელოვანი საკმეველი, აღიწევა ზეცად
არ არსებობს უფრო მეტად კეთილწურნელოვანი მსხვერპლი ღმრთის წინაშე, ვიდრე სხეულის სიწმინდეა, რომელიც სისხლითა და სასტიკი ბრძოლით მოიპოვება. ბევრი რამ შემიძლია ვთქვა ამ ნეტარი სიწმინდის შესახებ, რომელიც ვიგემე და ვჭამე მისი ნაყოფი
განწმენდილების ტანსაცმელიც კი, როცა იცვლიან, როგორც განმაახლებელი მირონის ჭურჭელი, ვრცელდება და კეთილსურნელებას აფრქვევს მთელი ის სახლი. და ეს ღმრთაებრივი უწყებაა ნეტარი სიწმინდის, უწმინდესი ქალწულების შესახებ. ამიტომ მრავალი... იხილეთ სრულად
იქ სადაც მორჩილებაა, სიმდაბლე და ღვაწლია, ეშმაკები ვერასდროს დაატყვევებენ ადამიანს. სიკერპე, ურჩოობა და ამპარტავნება შობს მოწყინებასა და სიზარმაცეს და მაშინ ეშმაკები და აწყობენ სანარცხესა და ბაგას ასეთი ადამიანის სულში. და ვერ ისვ... იხილეთ სრულად
თუ იზარმაცებთ მწარე სასმისის შესმა მოგიწევთ, მაგრამ თუ თავს ძალას დაატანთ, საუკუნოდ ცხონდებით. გახდებით ნელსურნელოვანი საკმეველი და ძვირფასი მირონი. ჭეშმარიტად შეიქნებით უფლისთვის სათნო სიტყვიერი მსხვერპლი
ვერ აღგიწერთ, თუ როგორ უყვარს ჩვენს ღმრთისმშობელს უბიწოება და სიწმინდე. რადგან იგია მხოლოდ უწმინდესი ქალწული, მას ჩვენც ასეთნი ვუყვარვართ და სურს, რომ ჩვენ ყველანი ასეთნი ვიყოთ. და როგორც კი მას მოვუხმობთ, უმალ ისწრაფვის საშ... იხილეთ სრულად
ყოველი ნაბიჯის წინ გადადგმისას, მონაზონმა უნდა დაღვაროს ბევრი ცრემლი, სისხლის წვეთები და ასე ხანგრძლივი დროის მანძილზე. და მოდის ეშმაკი, დასაბამიერი ბოროტება და მიადგება მას ძალაყინით ისე, რომ მადლი და სხვათა ლოცვები თუ არ მიუსწრე... იხილეთ სრულად
აიძულე თავი ღვაწლისათვის. ნუ იურვი და დროს უქმად ნუ დაკარგავ. რადგან დროს, რომელსაც ყოველდღიურად უმიზნოდ და ფუჭად ხარჯავ, ვეღარ ჰპოვებ. და ანგარიში უნდა ჩააბარო შენი ცხოვრების ყოველი დღის, საათისა და წამის შესახებ. ადამიანი არა მხ... იხილეთ სრულად