ბუნებისკენ მიმართულ ყოველ მზერას ძალუძს დაარწმუნოს გული და გონება, რომ სამყაროს შექმნა ბრმა შემთხვევის ბრალი როდი იყო. „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყაროი“ (ფს. 18, 1). ამის განმსწავლელ მაგალითს წმიდა დიდმოწამე ბარბარე წარმოგვიდგენს.ეს მართალი მოწამე ილიოპოლის მდიდარი და ცნობილი ჩინოსნის ასული იყო, რომელიც კერპთაყვანისმცემლობაში იშვა. მისი მამა, დიოსკორე, ქვრივი იყო და ცხოვრების ერთადერთ ნუგეშს ბარბარეში ...
მას შემდეგ, რაც წმიდა ნიკოლოზმა მოქალაქეებსა და მეომრებს შორის ამბოხი ჩაახშო, მის წინაშე წარდგა რამდენიმე ცნობილი ადამიანი მირონ-ლუკიიდან, სადაც ის ეპისკოპოსი იყო. ცრემლიანი წუწუნით აცნობეს, რომ მათი ქალაქის თავმა (რომელიც უკანონო ქრთამის აღებას იყო მიჩვეული) სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა სამ უდანაშაულო მოქალაქეს, რომელთაც მხოლოდ და მხოლოდ შური და მრისხანება გამოიწვიეს ზოგიერთ ბოროტ მდიდარში. მთელი ქალაქი მათ თანაუგრძნობდა, მაგრამ, შუამდგომლობის ...