თუ ვინმეს განიკითხავ, იმ დღეს საკუთარი თავი აიძულე, გააკეთო სამი მეტანია ლოცვით მასზე, ვინც განიკითხე: "იხსენ უფალო, და შეიწყალე (აქ თქვი იმის სახელი, ვინც განიკითხე) და მისი ლოცვით შემიწყალე მეც, ცოდვილი". და დამიჯერე, თუ ასე მოიქცევი, ღმერთი გიხსნის და სძლევ ამ ცოდვიან ჩვევას.
ამბობენ, რომ უნდა იცოდე საკუთარი თავის ატანა...?
იხილეთ სრულად
სქემმონაზონი არდალიონა ამბობდა, რომ უნდა ვისწავლოთ, როგორ ავიტანოთ საკუთარი თავი. ამაზე ძალიან უნდა ვიზრუნოთ. მაგალითად ადამიანი ხშირად საკუთარი თავის მიმართ უსამართლოა და სურს ვნებებზე გამარჯვება; წუხს, ღელავს, ბრაზობს, როდესაც ხედავს, რომ იგივე ვნებები იპყრობს, რომელთა მოშორებაც გადაუწყვეტია. მაგრამ, განა სამართლიანია თავის თავზე ასეთი აღშფოთება? არა. ადამიანი საკუთარი ძალებით ვერასოდეს მოერევა ვნებებს - ჩვენში მათ ღვთის ძალა ამარცხებს. ამიტომ ...
შეიძლება განვრისხდეთ, გავნაწყენდეთ, როდესაც შეურაცხგვყოფენ?
იხილეთ სრულად
არა. არ უნდა გეწყინოთ, თორემ სულიწმიდა გაგიწყრებათ - ეს კი დიდი უბედურებაა. თუ ვინმეზე განაწყენდით, იცოდეთ, რომ ამაყი ხართ, საკუთარი თავი გიყვართ, შეინანეთ და დაამუნათეთ თქვენი თავი. ეშმაკებს ეშინიათ ამგვარი განწყობისა, როდესაც იმაზე კი არ წუხართ, რომ შეურაცხგყვეს, არამედ იმაზე, რომ ეს გეწყინათ.