სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები

სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები სიყვარული ღვთისადმი, გამონათქვამები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

უბრძოლველად რომ ყოფილიყო შესაძლებელი იესო ქრისტეს სიყვარულის მოპოვება, ჩვენს ნებას ფასი არ ექნებოდა, რადგან ღვთაებრივ სიყვარულს ბრძოლის გარეშე მოვიგებდით. უბრძოლველად რომ ყოფილიყო შესაძლებელი იესო


ბრძოლა, ქრისტესადმი ჩვენს სიყვარულს წარმოაჩენს

როცა იესო მოგვიწოდებს და ჩვენც მისდამი წმინდა ერთგულებით ცხოვრებას ავირჩევთ, თავიდან, ცხადია, მისი ყოველი სიტყვის თანმიმდევრულ აღსრულებას ვერ შევძლებთ. ვიცით, ჩვენში სხვა სჯულიც არსებობს, ის წინ აღუდგება საღვთო, ჩვენ მიერ არჩეულ სჯულს და იბრძვის, რომ იესოს სიყვარულს განგვაშოროს. ეს ბრძოლა იმის მანიშნებელი როდია, თითქოს მოწოდების ღირსნი არ ვიყოთ. ჩვენ შიგნით არსებული ცოდვის სჯულის გასანადგურებლად წარმოებული ბრძოლა ქრისტესადმი ჩვენს მგზნებარე სიყვარულს წარმოაჩენს. როცა იესო მოგვიწოდებს და ჩვენც მისდამი წმინდა


არავის ძალუძს ჩვენი განშორება ქრისტეს სიყვარულისგან

წარმართთა მოციქულმა პავლემ მთელი ხმით შეჰღაღადა: „ვინ განმაშოროს ჩუენ სიყუარულსა მას ქრისტესსა: ჭირმან ანუ იწროებამან, დევნამან ანუ... შიშლოებამან“ (რომ. 8, 35). მჯერა, არავის ძალუძს ჩვენი განშორება ქრისტეს სიყვარულისგან, როცა სურვილი შვიდგზის აგზნებული სახმილივით მწველია. დიახ, თქვენც ამას გისურვებთ, რათა იდიდებოდეს ის, ვინც ჩვენთვის თავსიდო ლანძღვა, შეურაცხყოფა, ყვრიმლისცემა და სიკვდილი, ჯვარზე სიკვდილი! წარმართთა მოციქულმა პავლემ მთელი ხმით


ღმერთს სრულად მივუძღვნათ განწმენდილი გული

ჩვენი იესო, შვილებო, სრულ სიყვარულს გვისურვებს. ერთ გულში ორი სიყვარული ვერ დაეტევა; ღვთისა და მამონას მსახურებას ერთდროულად ვერ შევძლებთ; მოვალენი ვართ ღმერთს სრულად მივუძღვნათ სიყალბისგან განწმენდილი გული, რომ თვითონაც მოგვმადლოს თავისი უბიწო და ღვთაებრივი გული. ჩვენი იესო, შვილებო, სრულ სიყვარულს

განსაცდელის დროს გამოჩნდება, თუ რამდენად უყვარს თითოეულ ადამიანს ღმერთი! განსაცდელის დროს გამოჩნდება, თუ რამდენად

ღმერთს სურს, რომ მისმა მეომრებმა და მიმბაძველებმა ღვთის სიყვარულისთვის არაფრად ჩააგდონ ყველაზე დიდი უბედურებაც კი და ამით ნამდვილი სიყვარული აჩვენონ. განსაცდელის დროს გამოჩნდება, თუ რამდენად უყვარს თითოეულ ადამიანს ღმერთი! ღმერთს სურს, რომ მისმა მეომრებმა და


მთელი ცხოვრება ღვთის სიყვარულისკენ ისწრაფე

მშვიდობის ღმერთმა ყველა გონებაზე აღმატებული (ფილიპ. 4, 7) ღვთაებრივი მშვიდობა და სიყვარული მოგმადლოს, შვილო. მთელი ცხოვრება ღვთის სიყვარულისკენ ისწრაფე. მშვიდობის ღმერთმა ყველა გონებაზე აღმატებული

მთელი თქვენი სულიერი ძალით იბრძოლეთ ქრისტეს სიყვარულისთვის. მთელი თქვენი სულიერი ძალით იბრძოლეთ ქრისტეს

უფრო მეტად შეიყვარე ღმერთი, რომელმაც შენი სნეულებების წამალი – მოთმინება, სიმდაბლე, მხნეობა გამოგიგზავნა და ეცადე მიიღო იგი. უფრო მეტად შეიყვარე ღმერთი, რომელმაც შენი

იხილე, შვილო, როგორ ცელავს სიკვდილი ყველას. ყოველივე ადამიანური სანთელივით ქრება და დნება. მხოლოდ უფლის სიყვარულისთვის შესრულებული საქმეები ენთება მუდამ და მათ აღმასრულებელს გზას გაუნათებს, ღვთის საყდარს რომ მიაღწიოს. იხილე, შვილო, როგორ ცელავს სიკვდილი ყველას.

სიყვარული ღვთისადმი, გამონათქვამები

2