170. რაც ვიცით, წერით გაუწყებთ, და რაც გვიხილავს გზის გავლისას, ვწამებთ თქვენთვის, ვისაც კი გნებავთ, თუ, რა თქმა უნდა, ისურვებთ მიიღოთ ჩვენგან თქმული, რადგან მან თქვა: „თუ ვინმე არ დარჩება ჩემში, განიგდება გარეთ როგორც ლერწი; შეაგ...
იხილეთ სრულად
170. რაც ვიცით, წერით გაუწყებთ, და რაც გვიხილავს გზის გავლისას, ვწამებთ თქვენთვის, ვისაც კი გნებავთ, თუ, რა თქმა უნდა, ისურვებთ მიიღოთ ჩვენგან თქმული, რადგან მან თქვა: „თუ ვინმე არ დარჩება ჩემში, განიგდება გარეთ როგორც ლერწი; შეაგროვებენ მას, ცეცხლზე დადებენ და დაიწვება (შდრ. ინ. 15.6), „მაგრამ ვინც დარჩება ჩემში, მეც – მასში“ (ინ. 15), ვინაიდან ისევე როგორც არ ძალუძს მზეს ანათებდეს სინათლის გარეშე, ამგვარადვე შეუძლებელია გულის გაწმენდა წარმწყემე...
153. მოუკლებელი მღვიძარების საქმე ანუ სულის სარგებლობა და დიდი სიკეთე ესაა მყისიერი განჭვრეტა გონებაში შთაბეჭდვადი გულისზრახვითი წარმოსახვებისა. მამხილებლობის საქმე გახლავთ გამოაშკარავება და გამოვლენა იმ გუისზრახვისა, რომელიც გრძნ...
იხილეთ სრულად
153. მოუკლებელი მღვიძარების საქმე ანუ სულის სარგებლობა და დიდი სიკეთე ესაა მყისიერი განჭვრეტა გონებაში შთაბეჭდვადი გულისზრახვითი წარმოსახვებისა. მამხილებლობის საქმე გახლავთ გამოაშკარავება და გამოვლენა იმ გუისზრახვისა, რომელიც გრძნობადი რამ საგნის წარმოსახვის გზით ცდილობს შემოღწევას ჩვენი გონების სივრცეში; ხოლო ის, რაც მყისიერად შრეტს და არღვევს მოპირისპირეთა ყოველგვარ ზრახვას, ყოველგვარ სიტყვას, ყოველგვარ წარმოსახვას, ყოველგვარ გამოსახულებას, ყოვ...
152. რაჟამს შევუდგებით გონებისეული ყურადღების ღვწას, ასეთ დროს თუ, ერთი მხრივ, მღვიძარებასთან თავმდაბლობას შევანაწევრებთ, მამხილებლობას კი, მეორე მხრივ, ლოცვას შევუტკბობთ, კეთილად ვივლით გონების გზაზე და იესო ქრისტეს წმინდა და სათ...
იხილეთ სრულად
152. რაჟამს შევუდგებით გონებისეული ყურადღების ღვწას, ასეთ დროს თუ, ერთი მხრივ, მღვიძარებასთან თავმდაბლობას შევანაწევრებთ, მამხილებლობას კი, მეორე მხრივ, ლოცვას შევუტკბობთ, კეთილად ვივლით გონების გზაზე და იესო ქრისტეს წმინდა და სათაყვანო სახელით, როგორც ჩირაღდნის შუქით, ჩვენი გულის სახლს უკეთურებისგან გავასუფთავებთ, გამოვგვით, დავალაგებთ და გამოვწმენდთ მაგრამ თუ ოდენ ჩვენს მღვიძარებას დავენდობით, მალევე დავეცემით, მტერთაგან უკუგდებულნი და ქვედაკვე...
149. სული, სიკვდილის მიერ ზეაფრენილი ჰაერში, ციურ კარიბჭეებში, და თავისთან თავის გამო ქრისტეს მქონე, არც იქ იქნება შერცხვენილი თავისი მტრების წინაშე, არამედ მაშინაც, როგორც ახლა, კარიბჭეებში გაბედულად გაეზრახება მათ, თუ, ცხადია, ა...
იხილეთ სრულად
149. სული, სიკვდილის მიერ ზეაფრენილი ჰაერში, ციურ კარიბჭეებში, და თავისთან თავის გამო ქრისტეს მქონე, არც იქ იქნება შერცხვენილი თავისი მტრების წინაშე, არამედ მაშინაც, როგორც ახლა, კარიბჭეებში გაბედულად გაეზრახება მათ, თუ, ცხადია, არ მომედგრდება იგი, ვიდრე აღსასრულამდე, ღვთის ძის, უფალ იესო ქრისტეს მიმართ „ხმობისგან დღითა და ღამით“, და ქრისტე იქნება „მყისიერად შურისმგებელი მისთვის“, თანახმად უფლისვე უტყუარი და საღვთო დაპირებისა, რაც თავად მან თქვა ...
148. მკაცრი და ძნელი უჩანთ ადამიანებს სულიერი მყუდროება, განშორებული ყოველგვარი გულისზრახვისგან. დიახ, ჭეშმარიტად მძიმეა და ძალისხმევითი ეს საქმე, რადგან არა მხოლოდ ბრძოლის უმეცართათვის არის საძნელო, რომ სხეულებრივ სახლში შემოკეტო...
იხილეთ სრულად
148. მკაცრი და ძნელი უჩანთ ადამიანებს სულიერი მყუდროება, განშორებული ყოველგვარი გულისზრახვისგან. დიახ, ჭეშმარიტად მძიმეა და ძალისხმევითი ეს საქმე, რადგან არა მხოლოდ ბრძოლის უმეცართათვის არის საძნელო, რომ სხეულებრივ სახლში შემოკეტონ და შემოსაზღვრონ ის, რაც უსხეულოა, არამედ – იმათთვისაც, რომლებსაც მიღებული აქვთ გამოცდილება შინაგანი უნივთო ბრძოლისა, მაგრამ ვინც გამუდმებული ლოცვის გზით თავის თავში შეიტკბობს უფალ იესოს, „არ დაშვრება იგი მის კვალს მიდე...
142. ისევე როგორც არ არის შესაძლებელი დიდი ხომალდის გარეშე ზღვის უფსკრულის გადალახვა, ამგვარადვე შეუძლებელია უკეთური გულისზრახვის შემოტევის განდევნა იესო ქრისტეს მოხმობის გარეშე.
137. ჩვენს გულში თუნდაც ჩვენს უნებურად გამყარებულ და აღმართულ გულისზრახვათა აღხოცვა სჩევია იესოს ლოცვას, მღვიძარებითად აღვლენილს გულისმიერი აზრის სიღრმეებიდან.
122. ისევე როგორც ვერ გააჩენს თოვლი ალს, ვერცთუ წყალი შობს ცეცხლს ან კიდევ ძეძვი – ლეღვს, ამგვარადვე ვერცერთი ადამიანის გული ვერ გათავისუფლდება ეშმაკეულ გულისზრახვათა, სიტყვათა და საქმეთაგან, ვინც კი არ განიწმინდება შიგანაგანდ, ვი...
იხილეთ სრულად
122. ისევე როგორც ვერ გააჩენს თოვლი ალს, ვერცთუ წყალი შობს ცეცხლს ან კიდევ ძეძვი – ლეღვს, ამგვარადვე ვერცერთი ადამიანის გული ვერ გათავისუფლდება ეშმაკეულ გულისზრახვათა, სიტყვათა და საქმეთაგან, ვინც კი არ განიწმინდება შიგანაგანდ, ვინც არ შეაერთებს მღვიძარებას იესოს ლოცვასთან და არ წარემატება სიმდაბლესა და სულისმიერ მყუდროებაში, დიდი წადიერებით წინსწრაფებული და მავალი, არამედ ყოველგვარი კეთილი და სრულქმნილი აზრისგან გარდაუვალად ბერწი იქნება უყურადღე...
105. გვმართებს, რომ დღენიადაგ მიმოვაქცევდეთ ჩვენი გულის სივრცეში იესო ქრისტეს სახელს, ისევე როგორც ელვა მიმოიქცევა სამყაროს ჰაერში, როდესაც წვიმის წამოსვლაა მოსალოდნელი, რადგან ესეც იციან ზედმიწევნით იმათ, რომლებსაც აქვთ გამოცდილე...
იხილეთ სრულად
105. გვმართებს, რომ დღენიადაგ მიმოვაქცევდეთ ჩვენი გულის სივრცეში იესო ქრისტეს სახელს, ისევე როგორც ელვა მიმოიქცევა სამყაროს ჰაერში, როდესაც წვიმის წამოსვლაა მოსალოდნელი, რადგან ესეც იციან ზედმიწევნით იმათ, რომლებსაც აქვთ გამოცდილება გონებისა და შინაგანი ბრძოლისა. ამიტომ, ომის წესებით უნდა წარვმართოთ გონითი ბრძოლა: პირველად – ყურადღება; შემდეგ, შევიცნობთ რა მტრული გულისზრახვის მოახლოებას, მრისხანედ განვგმიროთ იგი გულისმიერი წყევლის სიტყვებით, მესა...
103. გვმართებს ვიღვაწოთ სანუკვართა დასაცავად, ხოლო ჭეშმარიტად სანუკვარია ყოველივე ის, რაც გვიცავს ნებისმიერი გრძნობადი და გონითი ბოროტებისგან. ესაა: დაცულობა გონებისა იესო ქრისტეს ხმობასთან ერთად, ისევე როგორც – მარადის გულის სიღრ...
იხილეთ სრულად
103. გვმართებს ვიღვაწოთ სანუკვართა დასაცავად, ხოლო ჭეშმარიტად სანუკვარია ყოველივე ის, რაც გვიცავს ნებისმიერი გრძნობადი და გონითი ბოროტებისგან. ესაა: დაცულობა გონებისა იესო ქრისტეს ხმობასთან ერთად, ისევე როგორც – მარადის გულის სიღრმისკენ ჭვრეტა და გონებითად დღენიადაგ მყუდროებაში ყოფნა, – ვიტყვი ასე, – თვით იმ გულისზრახვებისგანაც, ჯეროვანნი რომ ჩანან, აგრეთვე – გულმოდგინება იმისთვის, რომ დავცარიელდეთ გულისზრახვებისგან, რათა შეუმჩნეველნი არ დარჩნენ ...