მორჩილება - ციტატები, გამონათქვამები
მორჩილება - ციტატები, გამონათქვამები მორჩილება, გამონათქვამები, ციტატები
მორჩილებაზე უკეთესი გზა არ არსებობს. მორჩილებაზე შეყვარებული სიხარულს, სულის განსვენებას, საზრუნავის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას, შენდობას და მრავალ სხვა სიკეთეს მიიღებს. უპირველესი კი ის არის, რომ მორჩილება მას სატანის მახ... იხილეთ სრულად
ვიფიქროთ იმაზე, რომ ქრისტესთვის, ჩვენი მაცხოვრისთვის არ ჯვარვცმულვართ, მან კი ჩვენ, საპყართათვის, მორჩილების გამო ჯვარი იტვირთა.
ვისაც მორჩილება აქვს, ამ ცხოვრებაშივე სულის იმ ცხოვრებით ცხოვრობს, რომელიც სიკვდილის შემდეგაც, უკუნითი უკუნისამდე გაგრძელდება.
ქრისტემ აღასრულა მორჩილება ვიდრე სიკვდილამდე, სიკვდილითა მით ჯვარისათა, რისთვისაც ზეციერმა მამამ აღამაღლა და უმაღლესი სახელი მიანიჭა – იესო, რომლის ხსენებაზეც ბნელეთის ძალები ძრწიან.
შვილო, გაფრთხილდი, რომ შენი მორჩილება გულწრფელი და სრულყოფილი იყოს. შეიძულე საკუთარი ნება, როგორც შენი უკვდავი სულის სიკვდილი.