მორჩილება - ციტატები, გამონათქვამები
მორჩილება - ციტატები, გამონათქვამები მორჩილება, გამონათქვამები, ციტატები
მთელი გულით გისურვებთ, სრულყოფილი მორჩილები გახდეთ, რათა ღვთის ანგელოზთა შორის ანგელოზებივით გაბრწყინდეთ, უფალს უგალობდეთ და ჩემთვისაც ილოცოთ, თქვენი საწყალობელი და უღირსი მოძღვრისთვის, რომელიც გასწავლით, თავად კი ამ სწავლებას არ ... იხილეთ სრულად
შვილო, შეიყვარე დიდებული მორჩილება, რომელიც ადამიანს განწმენდს. მონაზვნისთვის შეუფერებელი საქციელით სულიერ მამას ნუ დააღონებ და ამით სულიწმიდას ნუ დაამწუხრებ. დაიმდაბლე თავი და საკუთარი ნების გატანას ნუ ისურვებ.
სიმდაბლითა და ღვთისადმი მადლიერებით აღსრულებული მორჩილება მარხვის ღვაწლის ტოლფასია.
ვინც მოძღვრის მითითებებს და დარიგებებს უგულებელყოფს, კანონად არ თვლის და მის შესრულებას არ ცდილობს, უნდა იცოდეს, რომ ჯოჯოხეთი ელოდება! შვილო, მართალი მსაჯულის გეშინოდეს და სულიერი მამის დარიგებებს დაემორჩილე. მოძღვარს შენი სული... იხილეთ სრულად
ვინც სულიერი მამის სწავლებას იცავს, მისი ლოცვა-კურთხევა დაიფარავს, ხოლო ვინც არღვევს, მას მოძღვრის კურთხევა ამქვეყნადაც და მომავალ ცხოვრებაშიც განეშორება.