სული - ციტატები, გამონათქვამები
სული - ციტატები, გამონათქვამები სული, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
როგორც გამოუცდელი ხბო მიიჩქარის ბალახისაკენ და უფსკრულით გარშემორტყმულ ადგილას აღმოჩნდება, ასევე ემართება სულს, რომელიც ნელნელა იხიბლება ზრახვებით.
როგორც არ შეიძლება, ქარი მივუშვათ ღია მკერდთან, ასევე არ შეიძლება ზრახვათა დინების შეჩერება, რამეთუ ადამიანის სული თავისი ბუნებით (წინაპართა ცოდვით დაცემის გამო) ღიაა ბოროტების ქმნისათვის.
უმჯობესია, სხეულის ათასი მორთულობა დაკარგო, ვიდრე ყოვლისმხილველის წინაშე სულისა და სინდისის თუნდაც უმცირესი ლაქით წარსდგე.
საყვარელო, გაურბიხარ ცეცხლს, რომ სხეული არ დაგწვას, მაგრამ გაექეცი ცოდვას, რათა შენი სხეული სულთან ერთად ჩაუქრობელ ცეცხლში არ დაიწვას.
ცოდვა სულს განაშორებს მშვიდობას, გონებას - სინათლეს, სხეულს - უხრწნელობას, მიწას - კურთხევას, ყოველგვარ ქმნილებას - ყველანაირ სიკეთეს. იგი იწყებს იმით, რომ ადამიანში ჯოჯოხეთს თესავს, რაც ადამიანს ჯოჯოხეთში აგდებს.
განსაცდელი გამაფრთხილებელია კაცისა, ყურძნის მტევანი თუ არ გაიჭყლიტა, ღვინო არ დადგება, მსგავსადვე, კაცის სული თუ არ შევიწროვდა, კარგ ნაყოფს ვერ გამოიღებს
მზე ანათებს კიდეც და ათბობს კიდეც. მხოლოდ სინათლე ან განათება საკმარისი არ არის; საჭიროა სითბო, ე.ი. სარგებლობა - გონების განათებით გულის განათლება, სულის სიკეთე.
როდესაც სახლს ალაგებენ, ცდილობენ, გაათავისუფლონ იგი უსარგებლო ნივთებისაგან; ისინი ტყუილად იკავებენ ადგილს, რომელიც, შესაძლოა, რაიმე საჭირო და სასარგებლო ნივთმა დაიკავოს. რა კარგი იქნებოდა, ამავე საშუალებით განწმენდილიყო ჩვენი სული... იხილეთ სრულად