სული - ციტატები, გამონათქვამები
სული - ციტატები, გამონათქვამები სული, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
განსაცდელები სასიკვდილო სარეცელზე მყოფსაც კი ებრძვიან - მხოლოდ მაშინ ანებებენ თავს, როცა სული სხეულს გაეყრება.
ადამიანის სული ამ სოფელში ძალიან ჰგავს ხომალდს, რომელიც ტალღების საპირისპირო მიმართულებით მიცურავს; ერთ ადგილზე გაჩერება დაუშვებელია და თუ იგი არ გამოიყენებს ძალისხმევას წინ წასასვლელად, სიღრმეში შთაინთქმება.
თუ ხორციელად იცხოვრებ, სულსაც დაღუპავ და ხორცსაც; ხოლო თუ ღვთივსათნოდ იცხოვრებ, ორივეს აცხოვნებ.
ვინ არ იცის სულის მოძრაობასა და მის გამოვლინებას შორის არსებული კავშირის შესახებ? ვისთვის არაა ცნობილი, რომ ადამიანს, რომელიც რაიმე ძლიერი გრძნობით არის შეპყრობილი, არ შეუძლია სრულიად დაფაროს თავისი სულის ძლიერი მოძრაობა.
ნორჩ ხეს სარზე აბამენ და ის სწორად და გამართულად იზრდება. ასევე სული, ასევე სული, რომელმაც თავისი ნება ღვთის ნებას მიუერთა, ადის ზეცაში, უფალთან.
როდესაც ქრისტეს სახელით ვინათლებით, ჩვენი სულები ქრისტეთი აღიჭურვებიან. აღიჭურვებიან უხილავი, მაგრამ რეალური აღჭურვილობით, რომლითაც ქრისტეს სული არის შემოსილი, რამეთუ როგორც სულია უხილავი, ასევე უხილავია მისი აღჭურვილობა. ჭეშმარიტ... იხილეთ სრულად
"სულსა ნუ დაივიწყებთ" (1 სოლ. 5, 19)! - ამბობს მოციქული და ამით გვიჩვენებს, რომ ისევე, როგორც ჩვეულებრივი ცეცხლი ქრება, თუ მას საწვავს არ დაამატებენ, და მით უფრო ჩქარა ჩაქრება - როცა წყალს დაასხამენ. - ჩვენს სულშიც მადლიც ცეცხლიც ... იხილეთ სრულად
მშვინვიერი თვალსაზრისით, მეოთხე მცნება გველაპარაკება გულისმიერი სიმშვიდის მოპოვებაზე, როგორც შინაგან წინააღმდეგობათა გადალახვაზე. ადამიანის სული თავისი არსით ქრისტიანია. თავის რეალურ მდგომარეობაში ის ნათელი და ბნელი ძალების უხილავ... იხილეთ სრულად