იესო ქრისტე არა გენიალური ადამიანია, როგორც ზოგიერთს მიაჩნია, არამედ იგი არის ღმერთკაცი, მეორე ჰიპოსტასი წმიდა სამებისა, სიტყვა, შობილი მამისაგან უწინარეს საუკუნეთა, ღვთის კრავი, ამღებელი ცოდვათა სოფლისათა, ადამიანის მიერ დაკარგულ...
იხილეთ სრულად
იესო ქრისტე არა გენიალური ადამიანია, როგორც ზოგიერთს მიაჩნია, არამედ იგი არის ღმერთკაცი, მეორე ჰიპოსტასი წმიდა სამებისა, სიტყვა, შობილი მამისაგან უწინარეს საუკუნეთა, ღვთის კრავი, ამღებელი ცოდვათა სოფლისათა, ადამიანის მიერ დაკარგული საუფლო დიდების აღსადგენად შეწირული გაუგონარი მსხვერპლი, ქვეყნად გარდამოსული ღვთაებრივი სიყვარული.
ბიბლიაში არაერთგზის ვხვდებით წინასწარმეტყველებას კაცთა მოდგმის მომავალ მხსნელზე. ეს მოლოდინი იყო არსი ძველი აღთქმის რელიგიისა. ამგვარი გრძნობა ჰქონდათ წარმართებსაც. ისინი მსოფლიო ისტორიას რამდენიმე ნაწილად ჰყოფდნენ და მიაჩნდათ, რო...
იხილეთ სრულად
ბიბლიაში არაერთგზის ვხვდებით წინასწარმეტყველებას კაცთა მოდგმის მომავალ მხსნელზე. ეს მოლოდინი იყო არსი ძველი აღთქმის რელიგიისა. ამგვარი გრძნობა ჰქონდათ წარმართებსაც. ისინი მსოფლიო ისტორიას რამდენიმე ნაწილად ჰყოფდნენ და მიაჩნდათ, რომ ქრისტეს შობის წინა პერიოდში დამთავრდა განსაზღვრული ციკლი და რომ შემდეგ სულ სხვა ეპოქა დაიწყო.
თუკი ვაღიარებთ ჩვენგან დამოუკიდებელ ბედისწერას, მაშინ ყველა ადამიანური ღირსება: სიყვარული, თავგანწირვა, თავმდაბლობა, სიმშვიდე, მოწყალება... აზრს დაკარგავს.
ჩვენისთანა პატარა სახელმწიფოსთვის საგარეო პოლიტიკაში, განსაკუთრებით კი მეზობლებთან ურთიერთობაში, მთავარი იარაღი დიპლომატია და პრობლემების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა უნდა იყოს.
"სრულყოფილი სიყვარული ერთნაირად ჰყვარობს ყოველთა, კეთილთ - ვითარცა მეგობართა, უკეთურთ - ვითარცა მტერთა, რომელთაც სწყალობს, მომთმინე და მშვიდია შეურაცხყოფასა მათსა ზედა და ბოროტითა არა მიაგებს. ხოლო განიცდის და იტანჯება მათთვის და ...
იხილეთ სრულად
"სრულყოფილი სიყვარული ერთნაირად ჰყვარობს ყოველთა, კეთილთ - ვითარცა მეგობართა, უკეთურთ - ვითარცა მტერთა, რომელთაც სწყალობს, მომთმინე და მშვიდია შეურაცხყოფასა მათსა ზედა და ბოროტითა არა მიაგებს. ხოლო განიცდის და იტანჯება მათთვის და თუ მიზეზი რაიმე მიეცეს, ჰყოფს მათ მახლობლად თვისა" (მაქსიმე აღმსარებელი).
ადამიანი იმდენადაა გარემოცული მიწიერი გრძნობებითა და ფიქრებით, რომ მას ხშირად უძნელდება ღვთიური ნათელის აღქმა. მაგრამ დგება ჟამი, როდესაც ყველა ეს გრძნობა და ფიქრი სადღაც ქრება, ადამიანი გადადის სხვა სამყაროში და იბადება ახალი შეგ...
იხილეთ სრულად
ადამიანი იმდენადაა გარემოცული მიწიერი გრძნობებითა და ფიქრებით, რომ მას ხშირად უძნელდება ღვთიური ნათელის აღქმა. მაგრამ დგება ჟამი, როდესაც ყველა ეს გრძნობა და ფიქრი სადღაც ქრება, ადამიანი გადადის სხვა სამყაროში და იბადება ახალი შეგრძნება, შეგრძნება არაამქვეყნიურისა, შეგრძნება რაღაც მშობლიურისა და ამავე დროს შორეულისა და მიუწვდომელისა - შეგრძნება ღვთისა.
მოყვასში, ანუ საერთოდ ადამიანში, უპირველეს ყოვლისა, ღვთის ხატება უნდა დავინახოთ, როგორც წარუხოცელი ბეჭედი ღვთის ძეობისა, უნდა დავინახოთ უნარი ღვთისადმი მიმსგავსებისა.
ზოგიერთს მცდარად მიაჩნია, თითქოს ადამიანის ცხოვრების წარმმართველი ბედისწერაა, მაგრამ ეს ასე არ არის. პიროვნების მომავალი თვით მასზეა დამოკიდებული, იგი თვით ირჩევს ღვთის საუფლოსკენ ან დაღუპვისკენ მიმავალ გზას.