აცხოვნე სხვები, თუ გინდა, რომ ცხონდე; აჩუქე დროებითი ბედნიერება მოყვასს, თუ გინდა, რომ მარადიული ბედნიერებით დატკბე; გაუნაწილე მიწიერი მადლი სხვებს, თუ გსურს, ზეციური მადლი იგემო.
"ღმერთი მოგცემს!" - ეუბნებიან ზოგიერთნი მათ, ვინც მოწყალებას სთხოვს. უგუნურად იქცევი, თუ ასე ექცევი გაჭირვებულ მოძმეს. ღატაკს უფალი გიგზავნის, შენ კი მას კვლავ ღმერთს უბრუნებ: "ღმერთი მოგცემს". ღმერთი კი აუცილებლად მისცემს, მაგრამ...
იხილეთ სრულად
"ღმერთი მოგცემს!" - ეუბნებიან ზოგიერთნი მათ, ვინც მოწყალებას სთხოვს. უგუნურად იქცევი, თუ ასე ექცევი გაჭირვებულ მოძმეს. ღატაკს უფალი გიგზავნის, შენ კი მას კვლავ ღმერთს უბრუნებ: "ღმერთი მოგცემს". ღმერთი კი აუცილებლად მისცემს, მაგრამ შენც მიეცი; ის მისცემს ღატაკებს, მაგრამ გაიღებს კი იგი შენზე თავის წყალობას, რომელიც შენ შეუდარებლად მეტად გჭირდება, ვიდრე - ღატაკს შენი მოწყალება?
ცრემლი ყოველი ღატაკისა, რომელიც მადლობას მოგიხდის იმქვეყნად, უძვირფასეს ალმასად აკიაფდება; თითოეული ცრემლი, რომლის დაღვრასაც მას შენი მის მიმართ სიცივე და გულის სისასტიკე დააღვრევინებს, შენს სულს დაეცემა ცეცხლოვან წვეთად ღვთის ტახ...
იხილეთ სრულად
ცრემლი ყოველი ღატაკისა, რომელიც მადლობას მოგიხდის იმქვეყნად, უძვირფასეს ალმასად აკიაფდება; თითოეული ცრემლი, რომლის დაღვრასაც მას შენი მის მიმართ სიცივე და გულის სისასტიკე დააღვრევინებს, შენს სულს დაეცემა ცეცხლოვან წვეთად ღვთის ტახტის წინაშე.