სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

უფალი ჩვენს საქმეებს უეჭველად უკეთ განაგებს, ვიდრე ჩვენ თავად წინასწარ წარმოვიდგენდით ამას უფალი ჩვენს საქმეებს უეჭველად უკეთ განაგებს

ფუჭად არ ჩათვალო თუნდაც ყველაზე უმცირესი მოვლენა და გარემოება შენს ცხოვრებაში, როგორიც არ უნდა იყოს ის: უფალს სურს ამით რაიმე გასწავლოს ან რამისგან განგწმიდოს; თუ მას (შენი ცხოვრების გარემოებას) ყურადღებით განიხილავ, მაშინ დაინახავ, რომ ის სწორედ შენს სასიკეთოდ ყოფილა ფუჭად არ ჩათვალო თუნდაც ყველაზე უმცირესი

რაც არ უნდა შეგემთხვეს, მიიღე როგორც სიკეთე, რადგან იცოდე, რომ უფლის გარეშე არაფერი ხდება რაც არ უნდა შეგემთხვეს, მიიღე როგორც სიკეთე

რაც ჩვენთვის სასარგებლოა, სწორედ ის სურს ღმერთს, და რაც ღმერთს უნდა, ჩვენთვის სასარგებლოა რაც ჩვენთვის სასარგებლოა, სწორედ ის სურს

ნუ ისურვებ, რომ მოხდეს ის, რაც თავად გსურს, არამედ ისურვე ის, რაც ღვთისთვის სათნოა. შენ ის უნდა გინდოდეს, რაც უფალს უნდა ნუ ისურვებ, რომ მოხდეს ის, რაც თავად გსურს

რაც ღმერთს უნდა ჩვენთვის, სწორედ ის არის ჩვენთვის საუკეთესო რაც ღმერთს უნდა ჩვენთვის, სწორედ ის არის

გწამდეს, რომ ყოველივე, რაც თავს გადაგხდა, სულ უმცირესიც კი, ღვთის განგებით ხდება, და მაშინ ყოველგვარი ჭმუნვის გარეშე გადაიტან ყოველივეს გწამდეს, რომ ყოველივე, რაც თავს გადაგხდა, სულ

ის, ვინც ღვთის ნებას ჭეშმარიტად მიენდობა, მეტისმეტად არ იზრუნებს მომავალზე, რაც არ უნდა ბნელი ეჩვენებოდეს თავისი ცხოვრების ჰორიზონტი. "ყველაფერი ღვთისგანაა, - ფიქრობს ის თავისთვის - ყველაფერი ბრძნულად, ჩვენივე სასარგებლოდაა მოწყობილი. რაც იქნება - იქნება. და იქნება ის, რასაც ღმერთი მომცემს, და რაც ჩემს ღმერთს უნდა, ის მინდა მეც". ის, ვინც ღვთის ნებას ჭეშმარიტად მიენდობა

გახსოვდეს, რომ ღვთის გარეშე არაფერი ხდება და შენს სულში სიმშვიდე დაისადგურებს გახსოვდეს, რომ ღვთის გარეშე არაფერი ხდება და

ცხოვრებისეულ თავგადასავლებში გაისმის (განგების) ხმა, რომელიც ადამიანს უფლისკენ უხმობს. ცხოვრებისეულ თავგადასავლებში გაისმის

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2