ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) - ციტატები, გამონათქვამები
ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) - ციტატები, გამონათქვამები ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) |
უმნიშვნელოდ გვსჯის, რომ სიმდაბლით დაგვიცვას, რადგან იცის, რა ადვილად იცვლება, რა ადვილად მიიქცევა ბოროტისკენ ჩვენი სუსტი ადამიანური ბუნება. ის მამობრივი მზრუნველობით გვწვრთნის და სიყვარულით გვსჯის, რომ ურყევი სიბრძნე შევიძინოთ.
როგორი სიყვარული ასაზრდოებს ნეტარ სულებს ცათა სასუფეველში! თავად ქრისტე, ჩემი იესო, ჩემი სული, ცოცხალი სიტყვა, ვინც არსებობა და სიცოცხლის უნარი გვიბოძა და საუკუნო გამოხსნა, ზეციერი მამის წიაღში საუკუნო განსვენება მოგვანიჭა. „მან თ... იხილეთ სრულად
ქრისტემ, ჩემმა ნათელმა და ჯვარცმულმა სიყვარულმა, რომელიც ჩვენი ცოდვების გამო ჯვარზე ამაღლდა, ბოროტი გველების მიერ მოწყლულ სულთა მხსნელმა განგვკურნოს ჩვენც ცოდვის იარებისგან.
ადამიანის ცხონება დიდ შრომას მოითხოვს, რადგან მაცდურმა ეშმაკმა მთელი თავისი ცოდნა და გამოცდილება აამოქმედა ადამიანის გასანადგურებლად.
გისურვებ, ღვთის სიყვარულმა ისე გააგრილოს შენი მოწყურებული სული, როგორც ირემი იკლავს წყურვილს წყაროს წყლით: „ვითარცა სახედ სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრე სურის სულსა ჩემსა შენდამი, ღმერთო!.. ოდესმე მივიდე და ვეჩუენო პირ... იხილეთ სრულად
ყოველთვის გვახსოვდეს სიკვდილისა და სამსჯავროს მძიმე წუთი