როგორც ძლიერი ქარი გაფანტავს მტვერს, ასევე ჩვენი უბოროტესი მტერიც – ეშმაკიც უმალ გაიდევნება და გაცამტვერდება, როცა ღმერთის დიდებისმეტყველებას ვღაღადებთ, ლოცვა–ვედრებით ვდგავართ მის წინაშე და წრფელი სინანულის ცრემლთაც დავღვრით.
სულიერი თვალი მაშინ აეხილება ადამიანს, როცა საკუთარი თავის რეალურად შეფასებას იწყებს, როცა დაინახავს იმას, რაც მართლაც აქვს. როგორც კი ადამიანი ამას დაინახავს, აღარ დაბრმავდება თავისი მოჩვენებითი სათნოებებით, არამედ მეზვერესავით აღეძვრება ძლიერი სინანული.
313. რა განსხვავებაა მსასოებელ ადამიანსა და იმ კაცს შორის, ვინც არ მოელის ცხონებას?
ვინც არ მოელის ცხონებას, იგი მოურიდებლად ამატებს ცოდვას ცოდვაზე. ხოლო, ვისაც განკურნების იმედი აქვს, იგი ერიდება თავს. ავაზაკი, რომელიც არ მოელის შენდობას, წარიკვეთავს სასოს, ხოლო რომელიც სასოებს, მოიქცევა სინანულად.
114. ისევე როგორც ცუდადმჭამელებს (მადადაკარგულებს) მწარე აბზინდა რგებს, ასევე რგებს ცუდი ზნის ადამიანებს ცუდის განცდა, რადგან პირველთ აჯანმრთელებს, ამ უკანასკნელთ კი სინანულისთვის განამზადებს ხსენებული წამლობანი.
თავიდან, როცა ადამიანი სიწრფოებით ლოცულობს, რომელიც მას თავდაპირველად აქვს, მრავალი ცრემლის დათხევით - ეს ყველაფერი ღმრთის მადლია, განმწმენდელ მადლად წოდებული, რომელიც ანკესივით იჭერს ადამიანს და სინანულისაკენ მიჰყავს იგი
მართალი რას ნიშნავს უფრო ღრმა განმარტებით; ისეთი მორწმუნე, რომელიც ცოდვით ეცემა, მაგრამ მალევე დგება სინანულით, არ კავდება ამ ცოდვაში. ასეთი მართლების ლოცვას აქვს დიდი შეწევნა და რაღა ვთქვა როგორი შეწევნა აქვს წმიდა ლოცვას.
ჭეშმარიტი აღმსარებლობა მარტო აღსარების ჩაბარება არ არის. მორწმუნე ხარ, მაგრამ რწმენამდე ბევრი გიკლია. ათჯერ უნდა დაეცე და ადგე. ცოდვილი ხარ, ეგ არაფერი. არა არს ცოდვა სინანულს აღემატებოდეს
ლოცვა სულს ღმერთთან აახლოებს, იქ კი სიცოცხლის ფესვია; სულისაგან სხეულიც ეზიარება იმავე სიცოცხლეს. შემუსვრილი სული, სინანულის განცდა და ცრემლი კი არ ამცირებენ ჩვენს ძალებს, არამედ გვმატებენ.
156. შეჭირვებისა და შეურაცხების მომძაგებელი იმის პირობას ნუ დადებ, რომ სხვა სათნოებათა მიერ შესძლებ სინანულს, რადგან ცუდმედიდობასა და უტკივილობას სჩვევია ემსახურებოდეს ცოდვას (ე.ი. სათნოებებითაც).
ადამიანს ზიარების მიღების წინ წესით შიში, კრძალულობა და სინანული უნდა ჰქონდეს, ზიარების შემდეგ კი სიხარული და სიმშვიდე უნდა იგრძნოს, მაგრამ იმასაც უნდა განიცდიდეს, რომ მოუმზადებელია საიდუმლოსათვის.