ადამიანი - ციტატები, გამონათქვამები
ადამიანი - ციტატები, გამონათქვამები ადამიანი, გამონათქვამები, ციტატები
ქრისტეს კეთილი ნებაა, ყოველი ადამიანი მას ემსგავსოს.
როგორც ღვთის ძეს, სურვილი აქვს, რომ ღვთის შვილობა ჩვენც დავიმკვიდროთ.
როგორც მეფეს, სურს, რომ ჩვენც მასთან ერთად ვიმეფოთ.
როგორც მღვდელმთავარს, უნდა, რომ ღვთისმსახურებაში ყველას წილი ჰქონდეს, როგორც ყოვლისშემძლეს, წმიდასა და უკვდავს - ძალას, უკვდავებასა და სიწმინდეს ჩვენც გვაზიაროს.
ვითარცა მკვდრეთით აღმდგარს სურს, რომ ჩვენც აღდგომის შვილნი შევიქმნეთ.
ასეთია უფლის ნება და ქვეყნიერებას იმისთვის მოევლინა, რათა სხვა ცოცხალ არსებათაგან განგვასხვაოს, მიწიერ ცხოვრებაზე აღგვამაღლოს და ყველა ხილულ ქმნილებაზე აღმატებული ღირსება მოგვანიჭოს, როგორიც ჰქონდა ადამს ცოდვით დაცემამდე.
განიარაღებულ მტერს ნუ მოკლავ. ტყვეობაში მყოფი შემოსე და დააპურე. მშობლების ცოდვას შვილებს ნუ მოჰკითხავ. რწმენის შეცვლას ნუ აიძულებ. როცა ჯარისკაცი მწყობრში არ დგას, მის თავისუფლებას ნუ შეზღუდავ. ქალის პატიოსნებას ნუ შეურაცხყოფ - ეს არის სამხედრო მორალი ჭეშმარიტი ადამიანისა და ქრისტიანი მხედართმთავრისა.
ვიდრე ადამიანი ღმერთს გონებით გამოიძიებს, იგი ვერ გაუმკლავდება დემონებს, მუდამ რომ დასცინიან ამაოდ ბრძნობას. მაგრამ საკმარისია ადამიანი ლოცვასა და მარხვას შეუდგეს, რომ იმავე დემონებს შიში შეიპყრობს. თუ ადამიანი ღმერთს გულწრფელი ლოცვით მიმართავს და მოთმინებითა და სასოებით თავშეკავების ღვაწლს მიეცემა, შეშფოთებული დემონები მას უმალ განეშორებიან.