102. მოვიწყარობას ძალუძს დაშრიტოს დაცულობა გონებისა, ისევე როგორც წყალი შრეტს ცეცხლს, ხოლო განუწყვეტელი იესოს ლოცვა, გაძლიერებული მღვიძარებითურთ, ბოლომდე აღმოფხვრის მას გულიდან, რადგან საჭიროებს ლოცვა მღვიძარებას, ისევე როგორც სას...
იხილეთ სრულად
102. მოვიწყარობას ძალუძს დაშრიტოს დაცულობა გონებისა, ისევე როგორც წყალი შრეტს ცეცხლს, ხოლო განუწყვეტელი იესოს ლოცვა, გაძლიერებული მღვიძარებითურთ, ბოლომდე აღმოფხვრის მას გულიდან, რადგან საჭიროებს ლოცვა მღვიძარებას, ისევე როგორც სასანთლე – სანთლის შუქს.
100. დიდი უმოღვაწესი დავითი ამობს უფლისადმი: „ჩემს ძალმოსილებას შენდამი დავიცავ“ (ფს. 58.10). ამრიგად, ჩვენს შიგნით „დაცულობა“ გულისმიერი და გონითი მყუდროების „ძალმოსილებისა“, რისგანაც იშვება ყველა სათნოება, განპირობებული ხდება ჩვ...
იხილეთ სრულად
100. დიდი უმოღვაწესი დავითი ამობს უფლისადმი: „ჩემს ძალმოსილებას შენდამი დავიცავ“ (ფს. 58.10). ამრიგად, ჩვენს შიგნით „დაცულობა“ გულისმიერი და გონითი მყუდროების „ძალმოსილებისა“, რისგანაც იშვება ყველა სათნოება, განპირობებული ხდება ჩვენდამი უფლისმიერი შეწევნის გზით, რომელიც ჩვენ, მის მიმართ უწყვეტად მხმობელთ, მცნებებსაც გვაძლევს და იმ უკეთურ მოვიწყარობასაც დევნის ჩვენგან, რაც ყველაზე მეტად გულისმიერ მყუდროებას ანადგურებს, ისევე როგორც წყალი – ცეცხლს....
98. ამრიგად, როდესაც და რაოდენგზისაც მოხდება უკეთური გულისზრახვების გამრავლება ჩვენში, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ხმობა შთავტყორცნოთ მათ შუაგულში და მაშინ ვიხილავთ ამ გულისზრახვებს მყისვე განქარვებულებს, ვით ჰაერში კვამლს, როგორც ეს...
იხილეთ სრულად
98. ამრიგად, როდესაც და რაოდენგზისაც მოხდება უკეთური გულისზრახვების გამრავლება ჩვენში, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ხმობა შთავტყორცნოთ მათ შუაგულში და მაშინ ვიხილავთ ამ გულისზრახვებს მყისვე განქარვებულებს, ვით ჰაერში კვამლს, როგორც ეს გვასწავლა გამოცდილებამ, ხოლო როდესაც გონება მარტო იქნება დატოვებული (ე.ი. იქნება დატოვებული უკეთური გულისზრახვებისგან და ამგვარ ზრახვათა შთამაგონებელი უკეთური ძალებისგან), ამ დროს კვლავ უნდა მივეცეთ განუწყვეტელ ყურადღებ...
97. იქმნება საღვთო რამ მდგომარეობა ჩვენს გონებაში ჩვენი უფლის იესო ქრისტეს განუწყვეტელი ხსოვნისა და ხმობის შედეგად, თუკი არ მოვმედგრდებით (გავზარმაცდებით) მისდამი უწყვეტი გონებითი ვედრებისგან, ხშირი მღვიძარებისგან და ზედამხედველურ...
იხილეთ სრულად
97. იქმნება საღვთო რამ მდგომარეობა ჩვენს გონებაში ჩვენი უფლის იესო ქრისტეს განუწყვეტელი ხსოვნისა და ხმობის შედეგად, თუკი არ მოვმედგრდებით (გავზარმაცდებით) მისდამი უწყვეტი გონებითი ვედრებისგან, ხშირი მღვიძარებისგან და ზედამხედველური (მაკონტროლებელი) მოქმედებისგან, გვექნება რა ჭეშმარიტად მარადის იგივე და იმგვარადვე აღსრულებადი საქმე ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ხმობისა, რაჟამს გულის მხურვალებით აღმოვიძახებთ, რომ ვეზიაროთ იესოს წმინდა სახელს, რადგან უწყ...
94. მაშ, ამ სახით, როგორც ვთქვით, ჩვეულებისამებრ ერთიმეორის შემადგენელია მღვიძარება და იესოს ლოცვა, კერძოდ, ერთი მხრივ, უკიდურესი ყურადღება – განუწყვეტელი ლოცვისა, მეორე მხრივ კი, ლოცვა – უკიდურესი გონებრივი მღვიძარებისა და ყურადღ...
იხილეთ სრულად
94. მაშ, ამ სახით, როგორც ვთქვით, ჩვეულებისამებრ ერთიმეორის შემადგენელია მღვიძარება და იესოს ლოცვა, კერძოდ, ერთი მხრივ, უკიდურესი ყურადღება – განუწყვეტელი ლოცვისა, მეორე მხრივ კი, ლოცვა – უკიდურესი გონებრივი მღვიძარებისა და ყურადღბისა.
92. იესოსგან ქველმოქმედებული და დატკბობილი სული ჯეროვანი სიხარულითა და სიყვარულით, აღსარების მიერ, მიაგებს სანაცვლოს ქველმოქმედს, გულმხიარულად ჰმადლობს რა და მოუხმობს თავის მშვიდობისმყოფელს, და თავის შორის გონითად ჭვრეტს მას, უკეთ...
იხილეთ სრულად
92. იესოსგან ქველმოქმედებული და დატკბობილი სული ჯეროვანი სიხარულითა და სიყვარულით, აღსარების მიერ, მიაგებს სანაცვლოს ქველმოქმედს, გულმხიარულად ჰმადლობს რა და მოუხმობს თავის მშვიდობისმყოფელს, და თავის შორის გონითად ჭვრეტს მას, უკეთურ სულთა წარმოსახვების უჩინომყოფელს.
91. სიტკბოებითა და სიხარულით სავსე რამ წადიერების კვალობაზე ზედიზედ იესოს ხმობა მიზეზია იმისა, რომ გონების ჰაერი, უაღრესი ყურადღების შედეგად, სიხარულითა და სიწყნარით იყოს აღსავსე, ხოლო გულის სრულად განწმენდის მიზეზი არის იესო ქრის...
იხილეთ სრულად
91. სიტკბოებითა და სიხარულით სავსე რამ წადიერების კვალობაზე ზედიზედ იესოს ხმობა მიზეზია იმისა, რომ გონების ჰაერი, უაღრესი ყურადღების შედეგად, სიხარულითა და სიწყნარით იყოს აღსავსე, ხოლო გულის სრულად განწმენდის მიზეზი არის იესო ქრისტე, ძე ღვთისა და ღმერთი, მიზეზი და შემოქმედი ყოველგვარი სიკეთისა, რადგან „მე ვარ, – ამბობს – ღმერთი, მშვიდობისმყოფელი“ (ეს. 45.7).
62. ნამდვილად დიდი სიკეთე შევიძინეთ განსაცდელისგან – უფალ იესოს ხშირი ხმობა გონითი მტრების წიანააღმდეგ საკუთარი გულის განწმენდის სურვილით. და ნახე, რაოდენ თანახმიერია წერილის მოწმობებთან გამოცდილების შედეგად ჩემს მიერ ნათქვამი სიტ...
იხილეთ სრულად
62. ნამდვილად დიდი სიკეთე შევიძინეთ განსაცდელისგან – უფალ იესოს ხშირი ხმობა გონითი მტრების წიანააღმდეგ საკუთარი გულის განწმენდის სურვილით. და ნახე, რაოდენ თანახმიერია წერილის მოწმობებთან გამოცდილების შედეგად ჩემს მიერ ნათქვამი სიტყვა, რადგან „განემზადე, – ამბობს, – ისრაელ, რომ მოუხმო უფლის, შენი ღმერთის, სახელს“ (ამოს. 4.12). და მოციქული: „მოუკლებლად ლოცულობდეთ“ (I თეს. 5.17). ჩვენი უფალიც ამბობს: „არ ძალგიძთ ჩემს გარეშე რაიმეს ქმნა. ვინც მყოფობს...
41. ისევე როგორც წვიმა, რომელიც რაც მეტად დაედინება მიწაზე, მით უფრო არბილებს ამ მიწას, ამგვარადვე, ქრისტეს წმინდა სახელიც, ჩვენს მიერ ამოძახებული და უხშირესად ხმობილი, ახარებს და ამხიარულებს ჩვენი გულის მიწას.
39. რამეთუ „ეშმაკი, როგორც მყვირალი ლომი, მიმოდის და დაეძებს ვინ შთანთქას“, და მასთან ერთად – ძალნი მისნი; მაშ, ნურასოდეს ნურანაირად ნუ დაგვეშრიტება გულისმიერი ყურადღება, მღვიძარება, სიტყვისმგებლობა და ლოცვა ჩვენი ღვთის, იესო ქრის...
იხილეთ სრულად
39. რამეთუ „ეშმაკი, როგორც მყვირალი ლომი, მიმოდის და დაეძებს ვინ შთანთქას“, და მასთან ერთად – ძალნი მისნი; მაშ, ნურასოდეს ნურანაირად ნუ დაგვეშრიტება გულისმიერი ყურადღება, მღვიძარება, სიტყვისმგებლობა და ლოცვა ჩვენი ღვთის, იესო ქრისტეს მიმართ, რადგან უკეთეს შეწევნას, ვიდრე ეს იესოსგან გვაქვს, მთელ შენს ცხოვრებაში ვერ ჰპოვებ, ვინაიდან მხოლოდ უფალმა იცის თავად, როგორ ღმერთმა, ეშმაკთა ყოვლადი მზაკვრობანი, მოხერხებანი და ცბიერებანი.