მწუხარებით, გაჭირვებით, ფიზიკური და ინტელექტუალური ყოველდღიური შრომით ადამიანი სულიერად იწრთობა და მის გულში ნათელსა და ბნელს შორის მიმდინარე ბრძოლის პროცესიც სასურველი გამარჯვებით მთავრდება. ამიტომაც განსაცდელს და სხვადასხვა სიძნ...
იხილეთ სრულად
მწუხარებით, გაჭირვებით, ფიზიკური და ინტელექტუალური ყოველდღიური შრომით ადამიანი სულიერად იწრთობა და მის გულში ნათელსა და ბნელს შორის მიმდინარე ბრძოლის პროცესიც სასურველი გამარჯვებით მთავრდება. ამიტომაც განსაცდელს და სხვადასხვა სიძნელეს არ უნდა შევუშინდეთ. უნდა გვახსოვდეს, რომ სწორედ მათი დაძლევითა და ჩვენი სულიერი ამაღლებით შევძლებთ გავხდეთ მკვიდრნი ზეცისანი, ოღონდ დრო არ უნდა დავკარგოთ.
ნარკომანიაც და ლოთობაც დღეს ჩვენი ახალგაზრდობის ნაწილისათვის დამახასიათებელ საშინელ რეალობად იქცა. ამას სხვადასხვა გარემოება უწყობს ხელს. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი უსაქმურობაა; არადა არ შეიძლება, რომ ადამიანმა არ იშრომოს. ისეთი ც...
იხილეთ სრულად
ნარკომანიაც და ლოთობაც დღეს ჩვენი ახალგაზრდობის ნაწილისათვის დამახასიათებელ საშინელ რეალობად იქცა. ამას სხვადასხვა გარემოება უწყობს ხელს. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი უსაქმურობაა; არადა არ შეიძლება, რომ ადამიანმა არ იშრომოს. ისეთი ცნობილი მამებიც კი რომელნიც ათეულ წლობით განდგომილ ცხოვრებას ეწეოდნენ და პურითა და წყლით საზრდოობდნენ, შრომას თავიანთი ყოფის აუცილებელ პირობად თვლიდნენ და სხვათაც ურჩევდნენ, რაიმე ხელობას დაუფლებოდნენ, ლოცვა და შრომა ყოვე...
ვისწავლოთ ჩვენცა ძმანო ჩემნო შრომა და მოთმინება შრომასა შინა. უკეთუ რომელსამე შრომასა და მუშაობასა შენსა არ ექმნა წარმატება, ნუ დაღონდები მაშინვე, არამედ ხელახლა უმეტესითა მეცადინეობითა იწყე შრომა და მოღვაწეობა.
ოდეს ღმერთმა კეთი...
იხილეთ სრულად
ვისწავლოთ ჩვენცა ძმანო ჩემნო შრომა და მოთმინება შრომასა შინა. უკეთუ რომელსამე შრომასა და მუშაობასა შენსა არ ექმნა წარმატება, ნუ დაღონდები მაშინვე, არამედ ხელახლა უმეტესითა მეცადინეობითა იწყე შრომა და მოღვაწეობა.
ოდეს ღმერთმა კეთილად წარმართა შრომა შენი, მაშინ პირველი შენი გულისსიტყვა იყოს მადლობა ღვთისა; ღმერთს მიაწერე შენი წარმატება და არა შენსა სათნოებასა და სიკეთესა
ვერც ღვინოსა და ვერც ცვილს ვერ აკეთებენ ზეწოლის გარეშე: სწორედ ასევე კეთილი საქმის აღსრულება შეუძლებელია ძალდატანებითი შრომისა და ღვაწლის გარეშე. ყოველმა მართალმა დიდი მწუხარებითა და ტანჯვით განიბანა სამოსელი (აპოკ. 7, 14), როგორც...
იხილეთ სრულად
ვერც ღვინოსა და ვერც ცვილს ვერ აკეთებენ ზეწოლის გარეშე: სწორედ ასევე კეთილი საქმის აღსრულება შეუძლებელია ძალდატანებითი შრომისა და ღვაწლის გარეშე. ყოველმა მართალმა დიდი მწუხარებითა და ტანჯვით განიბანა სამოსელი (აპოკ. 7, 14), როგორც ამბობს იდუმალთმხილველი.
შენი ცხოვრება წარმართე ასე: აღდგე რა ძილისაგან, შესწირე ღმერთს მადლობა, ილოცე, ტაძრიდან დაბრუნებულმა წაიკითხე რომელიმე სულიერად სასარგებლო წიგნი და შეუდეგ საქმეს. გვარიანად რომ გაირჯები, ისევ ლოცვად დადეგ, ილოცე, შემდეგ ისევ წაიკი...
იხილეთ სრულად
შენი ცხოვრება წარმართე ასე: აღდგე რა ძილისაგან, შესწირე ღმერთს მადლობა, ილოცე, ტაძრიდან დაბრუნებულმა წაიკითხე რომელიმე სულიერად სასარგებლო წიგნი და შეუდეგ საქმეს. გვარიანად რომ გაირჯები, ისევ ლოცვად დადეგ, ილოცე, შემდეგ ისევ წაიკითხე და ისევ შეუდექი საქმეს. ამგვარად იმოქმედე თანამიმდევრულად - ილოცე, იკითხე, გაისარჯე. მაგრამ შრომის დროსაც გონება მიმართე ქრისტესკენ, ლოცვით ევედრე, რათა შეგიწყალოს და შეგეწევა უთუოდ. თუ თანამიმდევრულად იმოქმედებ, მაშ...
მიწაზე ყველაზე კეთილდღეობითი ცხოვრება აღსავსეა გაუთვალისწინებელი წყენით, დაუკმაყოფილებელი სურვილებით, მძიმე, არცთუ იშვიათად დამქანცველი შრომით. რისთვის არის ეს დაშვებული ღვთის განგებულებისგან, თუ არა იმისთვის, რომელმაც იმ ნეტარები...
იხილეთ სრულად
მიწაზე ყველაზე კეთილდღეობითი ცხოვრება აღსავსეა გაუთვალისწინებელი წყენით, დაუკმაყოფილებელი სურვილებით, მძიმე, არცთუ იშვიათად დამქანცველი შრომით. რისთვის არის ეს დაშვებული ღვთის განგებულებისგან, თუ არა იმისთვის, რომელმაც იმ ნეტარების შენარჩუნება არ ისურვა, უკვე მწარე გამოცდილებით შეიცნო, რა დაკარგა და მორჩილებითა და სათნო ცხოვრებით უფრო გულმოდგინედ უბრუნდება ზეციურ ცხოვრებას.