სიწმინდე, უბიწოება, უმანკოება - ციტატები, გამონათქვამები
სიწმინდე, უბიწოება, უმანკოება - ციტატები, გამონათქვამები სიწმინდე, უბიწოება, უმანკოება
მხოლოდ ღმერთი იყოს შენი გულის მწერალი. უბიწო ცხოვრებით მოამზადე ამ მწერლისათვის წმინდა გონება და ღმრთისმოშიში გული: მაშინ ლოცვისას და წმ. წიგნების კითხვისას შენს გულისფიცარზე შეუმჩნევლად, საიდუმლოდ დაიწერება სული წმიდის კანონ... იხილეთ სრულად
ღმერთის სიყვარული სული წმიდის უდიდესი ნიჭია, კაცს კი მხოლოდ ის ძალუძს, წმინდა ცხოვრებით და სიმდაბლით მოამზადოს თავი ამ უდიდესი ნიჭის მისაღებად, რომლის მიერაც იცვლება გულიც, გონებაც და ხორციც.
ღმერთის სიყვარული არის ნიჭი ღმრთისა ადამიანში, რომელიც თავის თავს ამ ნიჭის მისაღებად გულის, გონებისა და ხორცის სიწმინდით განამზადებს. მომზადების ხარისხის მიხედვით ეძლევა კაცს ნიჭიც, რამეთუ ღმერთი მართლმსაჯულია თავის წყალობაშიც.
616. რას ნიშნავს: „იყვენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი, და უმანკო, ვითარცა ტრედნი“? (მათე 10, 16)
ოქრომჭედელი ძვირფას მეტალს რომ ცეცხლში ჩააგდებს, განა იქ დარჩება და დაავიწყდება? არა, იგი მეტისმეტად უფრთხილდება და ეძვირფასება. იგი ზის ქურასთან და უცდის, ყურადღებით აკვირდება მეტალს და როცა საკუთარ ანარეკლს შენიშნავს დამდნარ ოქრ... იხილეთ სრულად
როგორც გამოცდილი მებაღე ხიდან უნაყოფო ყლორტებს ჭრის, რათა წვენი ამოძრავდეს და ნაყოფიერ ტოტებში ჩადგეს, ასევე ყოვლადბრძენი უფალი განსაცდელის ორლესული მახვილით წმენდს სათნო ადამიანის სულს, რათა მან უმეტესი ნაყოფი გამოიღოს.
ოქროს წვავენ, რათა იგი გაიწმინდოს, მართალთ კი უფალი მწუხარებებს მოუვლენს, რათა აამაღლოს, გააუმჯობესოს მათი სიწმინდე.
ნივთი, რომელიც ოქროს ჰგავს, შეიძლება, სუფთა ოქრო იყოს და შეიძლება, მინარევები ჰქონდეს, ან სულაც არ იყოს ოქრო შიგნიდან. ცეცხლში ოქრო იწმიდება, მინარევი შორდება, ყალბი ნივთიერება კი გამოაშკარავდება. ასევე ადამიანის სათნოება შეიძლება... იხილეთ სრულად