ის კი არ დაგამცირებს, თუ შენი მოყვასის მიმართ გამოიჩენ პატივისცემასა და სიყვარულს, თუნდაც იგი შენზე დაბალ საფეხურზე იდგეს გონებით, წოდებით, მდგომარეობითა და ზნეობით, არამედ ის - თუ ამას არ გამოიჩენ.
ოქროსშემცველი მიწის გროვის შემყურე უცოდინარს სძაგს იგი, ხოლო ვინც იცის, არ სძულს - მისი შემცველი ოქროს ნამცეცების გამო. ამის მსგავსად, როდესაც უყურებ ადამიანს, რომელსაც აქვს არასასიამოვნო გარეგნობა - გაუნათლებლობის, უხეშობის, უწეს...
იხილეთ სრულად
ოქროსშემცველი მიწის გროვის შემყურე უცოდინარს სძაგს იგი, ხოლო ვინც იცის, არ სძულს - მისი შემცველი ოქროს ნამცეცების გამო. ამის მსგავსად, როდესაც უყურებ ადამიანს, რომელსაც აქვს არასასიამოვნო გარეგნობა - გაუნათლებლობის, უხეშობის, უწესრიგობის, ნაკლოვანების, - უყურადღებო ადამიანს სძაგს იგი, ყურადღებიანს კი ებრალება, მაგრამ არ სძულს, იმიტომ, რომ თვით ამ უსახურ ბელტშიც არის ოქრო - არსება ადამიანისა და განსაკუთრებით - მისი სული.