11. ყველა ეშმაკი სიამეთმოყვარეობას ასწავლის სულს; მარტოოდენ მწუხარების ეშმაკი არ იგუებს ამ საქმეს. პირიქით, იგი აუკუღმართებს მეუდაბნოეთა გულისზრახვებს, გარდაკვეთს და ახმობს რა სულის ყოველგვარ სიამეს მწუხარების მიერ, რადგან "მწუხა...
იხილეთ სრულად
11. ყველა ეშმაკი სიამეთმოყვარეობას ასწავლის სულს; მარტოოდენ მწუხარების ეშმაკი არ იგუებს ამ საქმეს. პირიქით, იგი აუკუღმართებს მეუდაბნოეთა გულისზრახვებს, გარდაკვეთს და ახმობს რა სულის ყოველგვარ სიამეს მწუხარების მიერ, რადგან "მწუხარე კაცს უხმება ძვლები" (იგავ. 17.22). ვიდრე ზომიერად ებრძვის ეს ეშმაკი მეუდაბნოეს, გამოცდილ მოღვაწედ ხდის მას, რადგან აჯერებს, არაფერი სურდეს ამა სოფლისა და განუდგებოდეს ყოველგვარ სიამეს, მაგრამ როდესაც იგი მეტისმეტად ხა...
link
გულგრილობა სარწმუნოებაში გვ.77
10. რაღა უნდა ითქვას იმ ეშმაკის შესახებ, რომელიც უგრძნობელს ხდის სულს? მეშინია კიდეც მის შესახებ დაწერა. როგორ ხდება, რომ ეს სული განუდგება საკუთარი ცხოვრების წესს ზემორე ეშმაკის მოახლების ჟამს და გ...
იხილეთ სრულად
გულგრილობა სარწმუნოებაში გვ.77
10. რაღა უნდა ითქვას იმ ეშმაკის შესახებ, რომელიც უგრძნობელს ხდის სულს? მეშინია კიდეც მის შესახებ დაწერა. როგორ ხდება, რომ ეს სული განუდგება საკუთარი ცხოვრების წესს ზემორე ეშმაკის მოახლების ჟამს და განიძარცვავს უფლის შიშსა და კეთილკრძალულებას, ცოდვას კი აღარ მიიჩნევს ცოდვად, არცთუ რჯულის დარღვევად რაცხს რჯულის დარღვევას, ხოლო საუკუნო სატანჯველსა და სასჯელს ლიტონ ნათქვამად მოიხსენებს, გულით დასცინის ცეცხლითმოსილ მიწი...
link
9. ეშმაკთა სიძულვილი დიდად შეგვეწევა ცხონების საქმეში და დიდად გვარგებს სათნოებათა აღსასრულებლად. სწორედ ეს სიძულვილი უნდა გამოვზარდოთ ჩვენში როგორც რამ კეთილი ნაყოფი, მაგრამ ვერ ვახერხებთ კი, რადგან გემოთმოყვარეობის სულები გვიქარ...
იხილეთ სრულად
9. ეშმაკთა სიძულვილი დიდად შეგვეწევა ცხონების საქმეში და დიდად გვარგებს სათნოებათა აღსასრულებლად. სწორედ ეს სიძულვილი უნდა გამოვზარდოთ ჩვენში როგორც რამ კეთილი ნაყოფი, მაგრამ ვერ ვახერხებთ კი, რადგან გემოთმოყვარეობის სულები გვიქარწყლებენ მას, რომლებიც კვლავ მათთან მეგობრობისა და სიახლოვისკენ აქეზებენ ჩვენს სულს, თუმცა ამგვარ მეგობრობას, უფრო კი ძნელად საკურნებელ განგრენას, ჩვენი მიტოვების გზით ჰკურნებს სულთა მკურნალი, რადგან უშვებს იგი, რომ დღე დ...
link
8. არის ეშმაკი, "მოხეტიალედ" წოდებული, რომელიც განსაკუთრებით განთიადისას წარმოუჩნდება ძმებს და მიმოჰყავს მათი გონება ქალაქიდან ქალაქში, დაბიდან დაბაში, სახლიდან სახლში, ვითომცდა უბრალო საუბრების წარმართვის მიზნით, და ეს გონება, ვო...
იხილეთ სრულად
8. არის ეშმაკი, "მოხეტიალედ" წოდებული, რომელიც განსაკუთრებით განთიადისას წარმოუჩნდება ძმებს და მიმოჰყავს მათი გონება ქალაქიდან ქალაქში, დაბიდან დაბაში, სახლიდან სახლში, ვითომცდა უბრალო საუბრების წარმართვის მიზნით, და ეს გონება, ვოღაც თავის ნაცნობებთან ხანგრძლივად მოსაუბრე, შემხვედრთა მიზეზით ბღალავს საკუთარ ცხოვრების წესს (ე.ი. დაკანონებული განდეგილური ტიპიკონის შესაბამისი ცხოვრება, განდეგილობის მდგომარეობა) და მცირე–მცირედ განშორებული ღვთის ცოდნ...
link
7. ანგელოზურ, ადამიანურ და ეშმაკეულ გულისზრახვათა შორის დიდი დაკვირვების შედეგად შეცნობილი მაქვს იმ განსხვავების არსებობა, რომ, უპირველესად, აგელოზური გულისზრახვები მოვლენათა ბუნებას გამოეძიებენ და მათ სულერ საზრისებს იკვლევენ, რ...
იხილეთ სრულად
7. ანგელოზურ, ადამიანურ და ეშმაკეულ გულისზრახვათა შორის დიდი დაკვირვების შედეგად შეცნობილი მაქვს იმ განსხვავების არსებობა, რომ, უპირველესად, აგელოზური გულისზრახვები მოვლენათა ბუნებას გამოეძიებენ და მათ სულერ საზრისებს იკვლევენ, როგორც, მაგალითად, იმას, თუ რის გამო შეიქმნა ოქრო, რა მიზეზით შთაითესა იგი მიწის ქვედა ნაწილებში ქვიშის სახით და რად მოიპოვებენ მას დიდი გარჯისა და შრომის ფასად, ანდა რად ხდება, რომ უკვე მოპოვებულს წყლით რეცხავენ, ცეცხლში...
link
6. გულისზრახვათაგან ზოგი განკვეთს და ზოგი განიკვეთება. მაგალითად, განკვეთს უკეთური გულისზრახვა კეთილს. ამასთან, ეს უკეთურიც, თავის მხრივ, კეთილისგან განიკვეთება. კერძოდ, სულიწმინდა ყურადღებას აპყრობს თავდაპირველ გულისზრახვას და მა...
იხილეთ სრულად
6. გულისზრახვათაგან ზოგი განკვეთს და ზოგი განიკვეთება. მაგალითად, განკვეთს უკეთური გულისზრახვა კეთილს. ამასთან, ეს უკეთურიც, თავის მხრივ, კეთილისგან განიკვეთება. კერძოდ, სულიწმინდა ყურადღებას აპყრობს თავდაპირველ გულისზრახვას და მასთან მიმართებით ან გვკიცხავს ჩვენ, ანდა სათნოგვიყოფს. ეს ნიშნავს შემდეგს: ვთქვათ, მაქვს სტუმართმოყვარეობის გულისზრახვა, და უთუოდ მაქვს იგი უფლის გამო. მაგრამ განიკვეთება ეს გულსზრახვა, როდესაც მომეახლება მაცთური და შთამა...
link
3. ყოველივე კეთილი უფლის მიერ გვებოძება განგებულებითად და ვისაც ამგვარად სწამს, არც დაკარგავს ბოძებულს.
1. რადგან არაერთგზის მოისურვეთ იმის გაგება, რჯული როგორ არის სულიერი, თანახმად მოციქულისა (რომ. 7.14), ანთუ რა არის მისი დაცვის მოსურნეთა ცოდნა და საქმე, ამის შესახებ ძალისამებრ ვიტყვით: უპირველესად - იმას, რომ ღმერთი ვუწყით ყოველ...
იხილეთ სრულად
1. რადგან არაერთგზის მოისურვეთ იმის გაგება, რჯული როგორ არის სულიერი, თანახმად მოციქულისა (რომ. 7.14), ანთუ რა არის მისი დაცვის მოსურნეთა ცოდნა და საქმე, ამის შესახებ ძალისამებრ ვიტყვით: უპირველესად - იმას, რომ ღმერთი ვუწყით ყოველი სიკეთის დასაბამად, შუალედად და დასასრულად. ამასთან, შეუძლებელია სიკეთის აღსრულება ანდა მისი რწმენა, თუ არა - ქრისტეს იესოს და სულიწმინდის მიერ.
link
5. ეშმაკთა განაზრახს დიდად შეეწევა ჩვენი მრისხანება, ამოქმედებული ბუნების საწინააღმდეგოდ, რაც უაღრესად გამოსადეგი ხდება ყველა მათი ბოროტი მოქმედებისთვის. ამიტომაც, მათგან არც ერთი არც ღამით, არც დღისით არ წყვეტს ჩვენი მრისხანების ...
იხილეთ სრულად
5. ეშმაკთა განაზრახს დიდად შეეწევა ჩვენი მრისხანება, ამოქმედებული ბუნების საწინააღმდეგოდ, რაც უაღრესად გამოსადეგი ხდება ყველა მათი ბოროტი მოქმედებისთვის. ამიტომაც, მათგან არც ერთი არც ღამით, არც დღისით არ წყვეტს ჩვენი მრისხანების გამოწვევას, მაგამ თუკი ნახავენ ისინი ამ მრისხანებას თავმდაბლობით შეკრულს, მაშინ, ვითომცდა სამართლიანი მიზეზებით, მყის გახსნიან მას, რათა უკიდურეს სიფიცხემდე მიიყვანონ იგი და შემდეგ გამოიყენონ თავიანთი პირუტყვული ზრახვებ...
link
4. გამოსაძიებელია, თუ როგორ აღბეჭდავენ და დასახავენ ეშმაკები ჩვენს მეწინამძღვრეს, ე.ი. გონებას, ძილის ზმანებებში, რადგან, როგორც ჩანს, ასეთი რამ გონებას მაშინ ემართება, როდესაც იგი ან თვალით ხედავს, ან სმენით ისმენს, ან სხვა რამ გ...
იხილეთ სრულად
4. გამოსაძიებელია, თუ როგორ აღბეჭდავენ და დასახავენ ეშმაკები ჩვენს მეწინამძღვრეს, ე.ი. გონებას, ძილის ზმანებებში, რადგან, როგორც ჩანს, ასეთი რამ გონებას მაშინ ემართება, როდესაც იგი ან თვალით ხედავს, ან სმენით ისმენს, ან სხვა რამ გრძნობის ორგანოთი იღებს შეგრძნებას, ანთუ მოქმედებს მეხსიერების მიერ, რომელიც აღბეჭდავს მეწინამძღვრეს (გონებას), მოძრაობაში მოჰყავს რა ყოველივე ის, სხეულის მიერ რაც მიუღია. ასე რომ, ეშმაკები წარმოჩნდებიან როგორც მეხსიერები...
link