სხვა ავტორი - ციტატები, გამონათქვამები სხვა ავტორი | გამონათქვამები, ციტატები
ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები
ყველაზე უკანასკნელი ადამიანიც კი სხვა ყველა ქმნილებაზე მნიშვნელოვანია
ღმერთს ყველანი ვუყვარვართ, ჩვენც ყველანი უნდა გვიყვარდეს
ვისაც ქრისტე არ უყვარს, მას არ სწამს მისი; მაცხოვარი არ უყვარს მას, ვისაც თავისი მოყვასი არ უყვარს.
რატომ ამბობ უარს მოყვასის სიყვარულზე, როდესაც ქრისტეს თავის სიცოცხლეში არ უთქვამს მისთვის უარი?
ვინც არ უნდა იყოს შენი მოყვასი, ქრისტემ ინება, მისთვის გაეწირა
პატივი ეცი ღვთის ხატს ყოველ ადამიანში
თუ ღმერთი გიყვარს, აუცილებლად უნდა გიყვარდეს მისი ხატიც - ადამიანი
გიყვარდეს ღმერთი თვით მასში და ყველა იმაში, რომლებიც მის სახეს საკუთარ თავში ატარებენ.
ღმერთი ყოველნაირად და განუწყვეტლივ ზრუნავს შენზე, შენ კი მოყვასზე იზრუნე
თუ ღმერთი გიყვარს, ისიც უნდა გიყვარდეს, ვინც ღმერთს უყვარს, რადგან უფალს ყველა ჩვენთაგანის მიმართ მამობრივი გული აქვს.