148. ცოდვის სათავე გულისთქმაა, რითაც იღუპება მოაზროვნე სული, ხოლო ცხონებისა და ცათა სასუფევლის სათავე სულისთვის სიყვარულია.
link
147. ისინი, რომლებმაც სამოსელი ტალახში ამოსვარეს, მათთან შემხებთა პერანგსაც აჭუჭყიანებენ. ამგვარადვე ისინიც, რომლებიც არჩევანით უკეთურნი არიან და საქმიანობით მრუდენი, თანამყოფობენ რა მარტივთა გვერდით და ესაუბრებიან რა არაჯეროვანთა...
იხილეთ სრულად
147. ისინი, რომლებმაც სამოსელი ტალახში ამოსვარეს, მათთან შემხებთა პერანგსაც აჭუჭყიანებენ. ამგვარადვე ისინიც, რომლებიც არჩევანით უკეთურნი არიან და საქმიანობით მრუდენი, თანამყოფობენ რა მარტივთა გვერდით და ესაუბრებიან რა არაჯეროვანთა შესახებ, ტალახის მსგავსად სვრიან მათ სულებს მოსმენის გზით.
146. მოაზროვნე სული, ნივთიერი შესაქმისა და სწრაფწარმავალი ცხოვრების მომძაგებელი, ზეციურ შვებასა და საუკუნო ცხოვრებას ირჩევს და ღირსეული მოღვაწეობის შედეგად იღებს მას ღვთისგან.
145. სხეულის სიცოცხლე და ამა ყოფის მეტისმეტ სიმდიდრესა და ძალაუფლებაში განცხრომა სიკვდილი ხდება სულისთვის. ხოლო მადლიერებითი დამაშვრალობა, მოთმინება, შეჭირვება და სხეულის სიკვდილი სულის სიცოცხლეა და საუკუნო შვება.
144. ჭეშმარიტად მოაზროვნე სული, ხედავს რა უკეთურთა კეთილდღეობას და უღირსთა ბედნიერ ყოფას, არ მშფოთვარებს მათი ამცხოვრებისეული განცხრომის წარმოდგენისას, როგორც ეს ემართებათ განსჯის უნარს მოკლებულ ადამიანებს, რადგან ნათლად უწყის მან...
იხილეთ სრულად
144. ჭეშმარიტად მოაზროვნე სული, ხედავს რა უკეთურთა კეთილდღეობას და უღირსთა ბედნიერ ყოფას, არ მშფოთვარებს მათი ამცხოვრებისეული განცხრომის წარმოდგენისას, როგორც ეს ემართებათ განსჯის უნარს მოკლებულ ადამიანებს, რადგან ნათლად უწყის მან ბედ-იღბლის უმდგრადობაც, ამა ყოფის უსახურობაც, ამ ცხოვრების სწრაფწარმავლობაც და სამართლიანობის მოუსყიდველობაც. სწამს თავისი თავის შესახებ ამგვარ სულს, რომ არ იქნება იგი ღვთისგან უყურადღებოდ დატოვებული აუცილებელი საზრდოს ...
წოგნში "ბერი ანტონის სულიერი საუბრები და დარიგებები" ვკითხულობთ: " ტელეპროგრამების ფსიქოტროპული ზემოქმედების შედეგად ადამიანი კარგავს დამოუკიდებელი აზროვნების, მიმდინარე მოვლენების გააზრებული აღქმის და საკუთარი მსოფლმხედველობის ფო...
იხილეთ სრულად
წოგნში "ბერი ანტონის სულიერი საუბრები და დარიგებები" ვკითხულობთ: " ტელეპროგრამების ფსიქოტროპული ზემოქმედების შედეგად ადამიანი კარგავს დამოუკიდებელი აზროვნების, მიმდინარე მოვლენების გააზრებული აღქმის და საკუთარი მსოფლმხედველობის ფორმირების უნარს. ჩვენ ვსაუბრობთ თნამედროვე ადამიანებს შორის არსებული ურთიერთობების ნაკლოვანებებზე და ამის ფესვები კი უნდა ვეძებოთ სწორედ ინდივიდუალური აზროვნების და მიმდინარე მოვლენების საკუთარ მსოფლმხედველობასთან შესაბამ...
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მღვდელ-მონაზონი ანატოლი (ბერესტოვი) წერს: "бт ყველა ადამიანს ერთნაირ, არასულიერ საკვებს სთავაზობს. ამით ისინი ინდივიდუალურობას კარგავენ და სულიერად ერთმანეთს ემსგავსებიან. бт არის პრაქტიკული, ცხოვრე...
იხილეთ სრულად
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მღვდელ-მონაზონი ანატოლი (ბერესტოვი) წერს: "бт ყველა ადამიანს ერთნაირ, არასულიერ საკვებს სთავაზობს. ამით ისინი ინდივიდუალურობას კარგავენ და სულიერად ერთმანეთს ემსგავსებიან. бт არის პრაქტიკული, ცხოვრებისეული უღმერთობის მძლავრი კერა. რომელიც ადამიანს ღმერთს აშორებს და გადაჰყავს ვნებების, სისასტიკის, სიცრუის, ოკულტიზმის სამყაროში... "სატელევიზიო ეშმაკი" ჩააგონებს, ჩააგონებს და ჩააგონებს... ადამიანები კი უსმენენ, უსმენე...
ფსიქოლოგი ა. მორი საუბრობს ტელევიზიის ზემოქმედებით გამოწვეული მდგომარეობის მსგავსებაზე ნარკოტიკულთან: "ხანგრძლივი ყურება, რომელიც ეკრანის ყურებისას უნდა შეინარჩუნოს ტელემაყურებელმა, ღლის მხედველობას და წარმოქმნის გაშეშების მსგავს ...
იხილეთ სრულად
ფსიქოლოგი ა. მორი საუბრობს ტელევიზიის ზემოქმედებით გამოწვეული მდგომარეობის მსგავსებაზე ნარკოტიკულთან: "ხანგრძლივი ყურება, რომელიც ეკრანის ყურებისას უნდა შეინარჩუნოს ტელემაყურებელმა, ღლის მხედველობას და წარმოქმნის გაშეშების მსგავს მდგომარეობას, რასაც თან ახლავს ყურადღების და ნებისყოფის ძლიერი შესუსტება. ასე ხდება ადამიანში საანესეზიო საშუალებების - ეთერის, ალდეჰიდის, ოპიუმის, ჰაშიშის გამოყენებით გამოწვეული აშლილობის მსგავსი მდგომარეობის ჩამოყალიბე...
მისმინეთ მე, მისმინეთ, სხვათა საქმეთა ბოროტო მსაჯულნო, თუ ჭეშმარიტია ის, რაც დანამდვილებით ჭეშმარიტია, რომლითა სასჯელითა განიკითხნეთ მოყუასნი, მითვე სასჯელითა დაისაჯენეთ (მათ.7,6) მაშინ ცხადია, რომ რომელი ცოდვისთვისაც განიკითხავთ ...
იხილეთ სრულად
მისმინეთ მე, მისმინეთ, სხვათა საქმეთა ბოროტო მსაჯულნო, თუ ჭეშმარიტია ის, რაც დანამდვილებით ჭეშმარიტია, რომლითა სასჯელითა განიკითხნეთ მოყუასნი, მითვე სასჯელითა დაისაჯენეთ (მათ.7,6) მაშინ ცხადია, რომ რომელი ცოდვისთვისაც განიკითხავთ მოყვასს, სულიერი იქნება თუ ხორციელი, იმავ ცოდვაში თავად ვარდებით. და ეს სხვაგვარად არც ხდება.
ზოგიერთი უდიდეს ცოდვებში იმყოფებოდა აშკარად, მაგრამ საიდუმლოდ მრავალი სათნოება აღასრულეს და ისინი, ვინც მათ განიკითხავდნენ, იმით შეცდნენ, რომ კვამლის დევნაში მზე ვერ იხილეს.