49. სიკვდილი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აცნობიერებენ მას, უკვდავებაა, მაგრამ უბირთათვის, რომლებიც ამას ვერ აცნობიერებენ, სიკვდილი სიკვდილია, უნდა გვეშინოდეს კი არა ამ სიკვდილისა, არამედ სულის წარწყმედისა, რაც არის უმეცრება ღვთის...
იხილეთ სრულად
49. სიკვდილი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აცნობიერებენ მას, უკვდავებაა, მაგრამ უბირთათვის, რომლებიც ამას ვერ აცნობიერებენ, სიკვდილი სიკვდილია, უნდა გვეშინოდეს კი არა ამ სიკვდილისა, არამედ სულის წარწყმედისა, რაც არის უმეცრება ღვთისა, რადგან ისაა საშინელება სულისთვის
link
48. ცაში მყოფები უკვდავნი არიან მათში არსებული სიკეთის გამო, მიწაზე მყოფნი კი - მოკვდავნი მათში არსებული თვითარჩევითი ბოროტის გამო, რაც შეემთხვევათ უგუნურთ თავიანთი მცონარებისა და ღვთის შშესახებ უმეცრების გამო
47. ცხოველთა სახეობები სხვადასხვა საჭიროებისთვის შემოიყვანა ღმერთმა თავისი სიტყვით, - კერძოდ, ერთნი როგორც შესაჭმელნი, მეორენი როგორც მსახურნი, - ადამიანი კი შექმნა მან თავისდა მჭვრეტად, რომ მას, მადლიერს, განემარტა უფლის საქმენი....
იხილეთ სრულად
47. ცხოველთა სახეობები სხვადასხვა საჭიროებისთვის შემოიყვანა ღმერთმა თავისი სიტყვით, - კერძოდ, ერთნი როგორც შესაჭმელნი, მეორენი როგორც მსახურნი, - ადამიანი კი შექმნა მან თავისდა მჭვრეტად, რომ მას, მადლიერს, განემარტა უფლის საქმენი. ადამიანებიც ამასვე უნდა ეშურებოდნენ, რომ არ მოხდეს ისე, რომ მოკვდნენ ისინი როგორც ღვთისა და მის საქმეთა ვერმჭვრეტნი და ვერშემცნობელნი, ვით უგუნური პირუტყვები. მართებს კი ადამიანს იმის ცოდნა, რომ ღმერთს ძალუძს ყოველივე, ...
link
46. ისინი, რომლებსაც უმძიმთ შეიცნონ, თუ რა არის სასარგებლო და თვით მათ მიმართ სიკეთით თქმული, ამგვარნი, საფიქრებელია, არაჯანსაღად არიან, იმათ კი, რომლებმაც შეიცნეს ჭეშმარიტება, მაგრამ მაინც ურცხვად კამათისმოყვარეობენ, აზროვნებითი ...
იხილეთ სრულად
46. ისინი, რომლებსაც უმძიმთ შეიცნონ, თუ რა არის სასარგებლო და თვით მათ მიმართ სიკეთით თქმული, ამგვარნი, საფიქრებელია, არაჯანსაღად არიან, იმათ კი, რომლებმაც შეიცნეს ჭეშმარიტება, მაგრამ მაინც ურცხვად კამათისმოყვარეობენ, აზროვნებითი ნაწილი აქვთ მკვდარი და გაპირუტყვებულია მათი ზნეობა. არ იციან მათ ღმერთი, არცთუ მათი სულია განათებული
link
45. თუ მთელ გულმოდგინებასა და მონდომებას ვახმართ იმას, რომ გავერიდოთ სხეულებრივ სიკვდილს, რაოდენ უფრო გვმართებს გულმოდგინება სულიერი სიკვდილისგან განსარიდებლად, რადგან ცხონების მსურველს არაფერი აქვს ხელისშემშლელი, თუ არა მხოლოდ და...
იხილეთ სრულად
45. თუ მთელ გულმოდგინებასა და მონდომებას ვახმართ იმას, რომ გავერიდოთ სხეულებრივ სიკვდილს, რაოდენ უფრო გვმართებს გულმოდგინება სულიერი სიკვდილისგან განსარიდებლად, რადგან ცხონების მსურველს არაფერი აქვს ხელისშემშლელი, თუ არა მხოლოდ დაუდევრობა და მცონარება სულისა
link
44. როდესაც იპოვი კამათისმოყვარეს ვინმეს, ჭეშმარიტებისა და სინამდვილის წინააღმდეგ მებრძოლს, შეწყვიტე დავა და დაუთმე ამგვარს, გონებით ერთიანად გაქვავებულს, რადგან ისევე როგორც საუკეთესო ღვინოებს უსარგებლოს ხდის ხენეში წყალი, ასევე,...
იხილეთ სრულად
44. როდესაც იპოვი კამათისმოყვარეს ვინმეს, ჭეშმარიტებისა და სინამდვილის წინააღმდეგ მებრძოლს, შეწყვიტე დავა და დაუთმე ამგვარს, გონებით ერთიანად გაქვავებულს, რადგან ისევე როგორც საუკეთესო ღვინოებს უსარგებლოს ხდის ხენეში წყალი, ასევე, ცხოვრებითა და გონებით სათნოქმნილებსაც გახრწნაში აგდებს უკეთური საუბრები
link
43. მოაზროვნე კაცი, ღვთიურთან თანაზიარებისა და თანაშერთვის განმზრახი, არასოდეს შეეტრფობა რასმე მიწიერს ანდა მდაბალს, არამედ ზეციურთა და საუკუნოთა მიმართ აქვს მას გონება და იცის, რომ ნება ღვთისა სწორედ ესაა: ადამიანის ცხონება, რადგ...
იხილეთ სრულად
43. მოაზროვნე კაცი, ღვთიურთან თანაზიარებისა და თანაშერთვის განმზრახი, არასოდეს შეეტრფობა რასმე მიწიერს ანდა მდაბალს, არამედ ზეციურთა და საუკუნოთა მიმართ აქვს მას გონება და იცის, რომ ნება ღვთისა სწორედ ესაა: ადამიანის ცხონება, რადგან იგია ადამიანებისთვის ყოველივე კარგის მიზეზი და წყარო საუკუნო სიკეთეებისა
link
42. ადამიანი მოაზროვნეობის მიხედვით, უფლის გამოუთქმელ და საღვთო ძალას უკავშირდება, ხოლო სხეულებრივად კი მონათესავეობა აქვს მას ცხოველებთან; ამასთან, ერთი მხრივ, მცირედნი ვინმე, რომლებიც სრული და მოაზროვნე ადამიანები არიან, ესწრაფვ...
იხილეთ სრულად
42. ადამიანი მოაზროვნეობის მიხედვით, უფლის გამოუთქმელ და საღვთო ძალას უკავშირდება, ხოლო სხეულებრივად კი მონათესავეობა აქვს მას ცხოველებთან; ამასთან, ერთი მხრივ, მცირედნი ვინმე, რომლებიც სრული და მოაზროვნე ადამიანები არიან, ესწრაფვიან, რომ ღმერთთან და მაცხოვართან ჰქონდეთ გონება და თანატომობა, ამას კი საქმეთაგან და სათნოებითი მოღვაწეობის კვალობაზე წარმოაჩენენ; მაგრამ, მეორე მხრივ, ადამიანთაგან უმრავლესნი, სულით უგუნურნი, განიშროებენ რა იმ საღვთო და...
link
41. არ შეჰფერით ადამიანთა შორის შედარებით უუნაროებს, რომ თავიანთ თავს იმედი გადაუწურონ, მცონარება გამოიჩინონ ღვთისმოყვარე და სათნოებითი მოღვაწეობის მიმართ და უგულებელყონ იგი როგორც მათთვის მიუღწეველი და მიუწვდომელი. პირიქით, მართე...
იხილეთ სრულად
41. არ შეჰფერით ადამიანთა შორის შედარებით უუნაროებს, რომ თავიანთ თავს იმედი გადაუწურონ, მცონარება გამოიჩინონ ღვთისმოყვარე და სათნოებითი მოღვაწეობის მიმართ და უგულებელყონ იგი როგორც მათთვის მიუღწეველი და მიუწვდომელი. პირიქით, მართებთ მათ, რომ ძალუმად დაშვრენ და იზრუნონ საკუთარ თავზე, რადგან თუნდაც რომ ვერ შეძლონ მათ, სათნოების კვალობაზე მწვერვალამდე ეუფლონ ცხონებასაც, გულმოდგინებისა და მოწადინების შედეგად ან უკეთესნი გახდებიან, ან ყოველ შემთხვევაშ...
link
40. შესაძლებელია, რომ გახდე კეთილი და ბრძენი კაცი, თუმცა არა მყისიერად, არამედ გარჯილობითი გულმოდგინებით, ცხოვრებით, გამოცდილებით, ჟამით, ღვწით და კეთილი საქმის მოწადინებით, ხოლო კეთილი და ღვთისმოყვარე ადამიანი ისაა, ვინც ჭეშმარიტ...
იხილეთ სრულად
40. შესაძლებელია, რომ გახდე კეთილი და ბრძენი კაცი, თუმცა არა მყისიერად, არამედ გარჯილობითი გულმოდგინებით, ცხოვრებით, გამოცდილებით, ჟამით, ღვწით და კეთილი საქმის მოწადინებით, ხოლო კეთილი და ღვთისმოყვარე ადამიანი ისაა, ვინც ჭეშმარიტად მცოდნეა ღვთისა და არ ცხრება, რომ უშურველად აკეთოს ყოველივე, რაც სათნოა ღვთისთვის, თუმცა ამგვარნი კაცნი იშვიათად იპოვებიან
link