მაცხოვარმა დედამიწაზე იმ წყევლის ქვეშ იცხოვრა, რაც ადამის მოდგმამ ცოდვის გამო დაიმსახურა. თავად ყოვლად უცოდველმა იტვირთა უბრალო ადამიანის ყოფა, დაიბადა რა ხუროს ოჯახში, რომელიც ყოველდღიური შრომით მოიპოვებდა სარჩოს. ამასთან, განკაც...
იხილეთ სრულად
მაცხოვარმა დედამიწაზე იმ წყევლის ქვეშ იცხოვრა, რაც ადამის მოდგმამ ცოდვის გამო დაიმსახურა. თავად ყოვლად უცოდველმა იტვირთა უბრალო ადამიანის ყოფა, დაიბადა რა ხუროს ოჯახში, რომელიც ყოველდღიური შრომით მოიპოვებდა სარჩოს. ამასთან, განკაცებული უფალი თავისი ნებით ითმენდა ტკივილს, შიმშილს, დაღლას… შემდეგ კი – უმადურობას, სიცრუეს, ცილისწამებას, შეურაცხყოფას, ღალატს…
ღმერთმა ხილულ სამყაროში თავის ხატად მხოლოდ ადამიანი შექმნა და დაადგინა სხვა ქმნილებათა განმგებლად; მისცა თავისუფლება და ედემის ბაღის პატრონობა დაავალა; იგი უნდა ყოფილიყო ამ ბაღის და ცნობადისა და სიცოცხლის ხეთა ბრძენი მცველი; დანარ...
იხილეთ სრულად
ღმერთმა ხილულ სამყაროში თავის ხატად მხოლოდ ადამიანი შექმნა და დაადგინა სხვა ქმნილებათა განმგებლად; მისცა თავისუფლება და ედემის ბაღის პატრონობა დაავალა; იგი უნდა ყოფილიყო ამ ბაღის და ცნობადისა და სიცოცხლის ხეთა ბრძენი მცველი; დანარჩენი ქმნილებები კი მას უნდა დამორჩილებოდნენ. ამით შემოქმედმა განსაკუთრებული პატივი მიაგო ადამიანს და არჩევანი ბოროტებასა და სიკეთეს, სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის მის ნებას მიანდო.
დღეს ერთიანდება ცა და მიწა, დრო და მარადიულობა, რაც მთელი არსებით შეგვაგრძნობინებს, რომ ქრისტეა განმსაზღვრელი მთელი სამყაროს აწმყოსი, წარსულისა და მომავლისა; რომ იესოა სიცოცხლე და ერთადერთი წყარო სიცოცხლისა მათთვის, რომელნიც შეუდგ...
იხილეთ სრულად
დღეს ერთიანდება ცა და მიწა, დრო და მარადიულობა, რაც მთელი არსებით შეგვაგრძნობინებს, რომ ქრისტეა განმსაზღვრელი მთელი სამყაროს აწმყოსი, წარსულისა და მომავლისა; რომ იესოა სიცოცხლე და ერთადერთი წყარო სიცოცხლისა მათთვის, რომელნიც შეუდგებიან - განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური მდგომარეობისა და ასაკისა.
წინასააღდგომო მარხვას ეკლესია როგორც შემოქმედის, ასევე მოყვასის მიმართ სინანულისა და შენდობის მოწოდებით იმიტომ იწყებს, რომ ქრისტიანული ცხოვრება წესად გვექცეს, სულიერი წყლულები მოვიშუშოთ და ნაკლოვანებანი აღმოვფხრათ, რათა ჩვენში და ...
იხილეთ სრულად
წინასააღდგომო მარხვას ეკლესია როგორც შემოქმედის, ასევე მოყვასის მიმართ სინანულისა და შენდობის მოწოდებით იმიტომ იწყებს, რომ ქრისტიანული ცხოვრება წესად გვექცეს, სულიერი წყლულები მოვიშუშოთ და ნაკლოვანებანი აღმოვფხრათ, რათა ჩვენში და ჩვენს გარშემო არსებულ გარემოში მოხდეს საღვთო წიაღისკენ მიბრუნება, - ურთიერთსიყვარულში დაბრუნება.