ციტატები, გამონათქვამები, ფრაზები

ციტატები, გამონათქვამები, ფრაზები ციტატები, გამონათქვამები, ფრაზები

წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

113. როდესაც ვინმესგან ზიანდები, იგინები ან იდევნები, ამჟამინდელს ნუკი განსჯი, სამომავლოს ელოდე და აღმოაჩინე, რომ რაც შეგემთხვა, დიდი სიკეთეების მომნიჭებელი გახდა შენთვის არა მხოლოდ ამჟამინდელ, არამედ სამერმისო საუკუნეშიც. როდესაც ვინმესგან ზიანდები, იგინები ან

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)
თემა: ლოცვა

112. გონიერად მლოცველი მოსაწევართა (განსაცდელთა) დამთმენია, ხოლო ავმეხსიერს ჯერაც არ ულოცია სიწმინდით. გონიერად მლოცველი მოსაწევართა (განსაცდელთა)

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

111. თუკი ვინმე ცხადად მცოდველმა და უნანელმა ვიდრე სიკვდილამდე არარა ივნო, გჯეროდეს, რომ უმოწყალო იქნება მისდამი მსჯავრი. თუკი ვინმე ცხადად მცოდველმა და უნანელმა ვიდრე

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

110. ისევე როგორც ხილულთაგან თითოეულს თანაბუნებითი განუყო ღმერთმა, ასევე – ადამიანურ გულისზრახვებსაც, თუნდაც გვსურდეს, თუნდაც არ გვსურდეს (ე.ი. ღმერთი კეთილ გულისზრახვას კეთილს მიაგებს, ბოროტს კი – ბოროტების შესატყვის სასჯელს). ისევე როგორც ხილულთაგან თითოეულს თანაბუნებითი

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

109. ჭეშმარიტების არმცოდნეს არც ჭეშმარიტად რწმენა ძალუძს, რადგან ცოდნა ბუნებითად წინ უძღვის რწმენას. ჭეშმარიტების არმცოდნეს არც ჭეშმარიტად რწმენა

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)
თემა: სიმდიდრე

108. როდესაც მოისმენ უფლის ნათქვამს, რომ თუ ვინმე არ განუდგება მთელ თავის ქონებას, არ არის იგი მისი ღირსი (ლკ. 14.33), არა მხოლოდ ფულის შესახებ გაიაზრო ეს სიტყვები, არამედ აგრეთვე ბოროტების ყველა ნამოქმედარის შესახებ. როდესაც მოისმენ უფლის ნათქვამს, რომ თუ ვინმე

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

107. ვინც ფულის, დიდების თუ სიამეთმოყვარეობის გამო ურისხდება მოყვასს, არ შეუცვნია მას, რომ ღმერთი სიმართლით განაგებს საქმეებს. ვინც ფულის, დიდების თუ სიამეთმოყვარეობის გამო

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

100. გონება ბრმავდება ამ სამი ვნებისგან, ვამბობ – ვერცხლისმოყვარეობისგან, ცუდმედიდობისგან და სიამეთმოყვარეობისგან. 101. ესენია „წურბელის სამი ასული“, თანახმად წერილისა, რომლებიც „სიყვარულით შეიყვარებიან“ მათი დედის – უგუნურების მი... იხილეთ სრულად

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

106. არავინ მეომართაგანი, – ამბობს მოციქული, – არ შეემსჭვალვის ამა სოფლის საქმეებს (II ტიმ. 2.4), რადგან ვისაც სურს, რომ სოფელთან შემსჭვალულმა დასძლიოს ვნებები, მსგავსია იმ ადამიანისა, ვინც ჩალით აქრობს ხანძარს. არავინ მეომართაგანი, – ამბობს მოციქული, – არ

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

104. იმგვარად უნდა გვძულდეს ვერცხლისმოყვარეობა, ცუდმედიდობა და სიამეთნდომა, როგორც ბოროტებათა დედები და სათნოებათა დედინაცვლები. 105. სწორედ მათ გამო განგვეწესა, რომ არ გვიყვარდეს სოფელი და სოფლისაგანნი (I იოან. 2.15), თუმცა არ... იხილეთ სრულად

link

ციტატები, გამონათქვამები, ფრაზები

2