სინანული - ციტატები, გამონათქვამები
სინანული - ციტატები, გამონათქვამები სინანული, გამონათქვამები, ციტატები
ვინ მოინანია და არ ცხონდა?
როცა უიმედობა მოგიცავს, განიშორე და იფიქრე: „თუ ღმერთმა ადამიანებს მოყვასისთვის დღეში სამოცდაათგზის შვიდჯერ ცოდვათა მიტევება უბრძანა, უსაზღვროდ მოწყალე უფალი განა მეტად არ შეუნდობს? ვინ მოინანია და არ ცხონდა? ვინ თქვა „შევცოდე“ და არ მიეტევა? ვინ დაეცა, შეწევნა ითხოვა და არ წამოდგა? ვინ იტირა და ღვთისგან ნუგეში არ მიიღო? „უკუეთუ თქუენ უკეთურთა, – ამბობს უფალი, იცით მისაცემელი კეთილი მიცემად შვილთა თქუენთა, რაოდენ უფროისღა მამამან თქუენმან ზეცათამან მოსცეს კეთილი, რომელნი სთხოვდენ მას!" (მათ. 7, 11).
დაე გამხნევდნენ მძიმე დანაშაულის მქონენი, რადგან არსებობს ღმერთი...
ჰოი, სიღრმე უფლის სიმდაბლისა, ძვირუხსენებლობისა და მოწყალებისა!
რადგან ყველაფერს ვინანიებ, ვსასოებ, რომ ყველაფერი მომეტევება
ამას მოაქვს თავმდაბლობა, შრომისა და მწუხარების გარეშე
ადამიანი ფიქრობს თავის წარსულზე – როგორ სცოდავდა, როცა ღმერთს არ იცნობდა, წუხს, მდაბლდება, ტირის, შენდობას ითხოვს და ამბობს: „ღვთის მადლმა ახლაც რომ მიმატოვოს, შეიძლება უარესი ჩავიდინო“. მაშინ შიშნარევი სიმდაბლე მოიცავს მის სულს. ასეთ განსჯას ეწოდება ადამიანის უძლურების შემეცნება, რომელსაც შრომისა და მწუხარებების გარეშე გამოაქვს სიმდაბლის სასარგებლო ნაყოფი.
ერთხელ, ლოცვით დაღლილმა, ასეთი საოცარი რამ ვიხილე
ერთხელ, ლოცვით დაღლილმა, დაჩოქილმა ასეთი საოცარი რამ ვიხილე: ვინმე ცეცხლოვანმა ახალგაზრდამ ორი პატარა გოგონა მოიყვანა – ერთი ჩვენი მარუსო იყო, ხოლო მეორე ერგინა, რომლებიც პატარები გარდაიცვალნენ – ის ჭაბუკი ეკითხება: „ეს თქვენი ძმაა, იცნობთ?“. მარუსომ, უფროსმა, უპასუხა: „ვიცნობ, მაგრამ უკვე მრავალმა წელმა ჩაიარა“, მეორემ კი მიუგო: „მე ის არ მინახავს, ჩემს დროს არ იყო“. ჭაბუკმა უთხრა: „ეამბორეთ და წავიდეთ“. პაწაწინებმა ტკბილად, დიდი სიყვარულით მაკოცეს, აჰ, როგორც კეთილსურნელოვანმა ყვავილებმა, და გამშორდნენ. ცრემლით სავსე თვალებით გამეღვიძა, რამეთუ ვიხსენებდი იმ სიხარულს, რომელიც ზეცაში ერთი ცოდვილის მოქცევის გამოც კი რომ ხდება. ამიტომ ჩვენც მცირედ ვაიძულოთ თავს წუთისოფელში, რამეთუ დრო ახლოვდება.
ჭეშმარიტად არა ვუწყი, სინანულის დასაბამიც მოვიგე კი?!
როცა ღირსი სისო სასიკვდილო სარეცელზე იწვა, სახე უეცრად გაუბრწყინდა. მოწაფეებმა ჰკითხეს, თუ რას ხედავდა. - წინასწარმეტყველნი და მოციქულნი დგანანო ჩემს წინაშე. შემდეგ შენიშნეს, რომ მომაკვდავი ვიღაცას ესაუბრებოდა: მისი სულის წასაყვანად მოსულ ანგელოზებს დროს სთხოვდა სინანულისთვის. ამით გაკვირვებულ ძმებს თავმდაბალმა მოსაგრემ მიუგო: "ჭეშმარიტად არა ვუწყი, სინანულის დასაბამიც მოვიგე კი?!" ამ სიტყვების დამთავრებისთანავე ნეტარის პირისახიდან ისეთი ელვარება გამოკრთა, რომ მოწაფეებმა ვერ შეძლეს მისთვის თვალის გასწორება. წმიდა სისომ მოასწრო ეთქვა, თავად მაცხოვარი წარმოდგაო და სული უფალს შეჰვედრა