შრომა - ციტატები, გამონათქვამები
შრომა - ციტატები, გამონათქვამები შრომა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
გიყვარდეს შრომა. თუ ის თავის სარჩენად არ გესაჭიროება, შესაძლოა, საჭიროა - როგორც წამალი. შრომა სხეულის ჯანმრთელობა და სულის სარგებელია.
შრომისგან, როგორც ღვთის სასჯელისგან თავის არიდება (შეს. 3, 19) განა შესაძლებელია დიდი სასჯელის გარეშე?
ღმერთმა ადამიანი შრომისთვის შექმნა და მისცა მას ამისთვის აუცილებელი ორგანოები; აქედან გამომდინარე, უსაქმურობა ღვთის წესრიგიდან და ქმნილების მიზნიდან გადახვევაა.
ბუნებაში ყველა, მცირიდან დიდამდე, განუწყვეტელ მოღვაწეობაშია: უსულო ქმნილებანი (მზე, მთვარე, დედამიწა), ცხოველები, ანგელოზები - ნუთუ მხოლოდ ადამიანია გამონაკლისი ამ კანონიდან?
თუ ცხოვრება მოღვაწეობაა, მაშინ, საპირისპირო - უსაქმურობა ცხოვრება არ არის, უკიდურეს შემთხვევაში, გონიერი და ზნეობრივი არსების ცხოვრება არ არის.
ხელსაქმე, რომელსაც სიმშვიდითა და ლოცვით ასრულებ, თვითონაც ნაკურთხია და აკურთხევს ხალხსაც, რომლებიც მას გამოიყენებენ. აი, ამ დროს აქვს აზრი იმას, რომ ბერებმა ერისკაცებს კურთხევა მისცენ ამა თუ იმ ხელსაქმის შესასრულებლად. და პირიქით,... იხილეთ სრულად
შრომა კეთილმდგომარეობის საძირკველია და შრომის გარდა სხვა საშუალება არ არსებობს, რომ კაცმა ბედნიერება და კეთილდღეობა მოიპოვოს. ღმერთმა კაცი ქვეყანაზე შრომისა და გარჯისათვის დაბადა. კაცმა თავისი ბუნების ყველა საჭიროება და მოთხოვნილე... იხილეთ სრულად
შენი გულისმიერი შრომა უნდა მდგომარეობდეს მოუკლებელ ლოცვაში. თუ გინდა ამას მიაღწიო, დაუდე სათავე ამ შრომას, ვიდრე ღმერთს და იგი გაკურთხებს შენ ამ მიზნის მისაღწევად.