საჭიროა, ყურადღებით და ხშირად ვფიქრობდეთ რწმენის წმიდა ჭეშმარიტებებზე. როგორც მზის ნათელი უმეტესად ავლენს თავის კეთილსასურველ ზეგავლენას მცენარეებზე, რაც უფრო მიემართებიან და იხსნებიან ისინი მისთვის, ასევე ღვთაებრივი სწავლება მით ...
იხილეთ სრულად
საჭიროა, ყურადღებით და ხშირად ვფიქრობდეთ რწმენის წმიდა ჭეშმარიტებებზე. როგორც მზის ნათელი უმეტესად ავლენს თავის კეთილსასურველ ზეგავლენას მცენარეებზე, რაც უფრო მიემართებიან და იხსნებიან ისინი მისთვის, ასევე ღვთაებრივი სწავლება მით უფრო ანათლებს და ცხოველსმყოფელობას ანიჭებს მორწმუნეებს, რაც უფრო გახსნილია მათი გონება და გული მისთვის.
რწმენის საიდუმლოებები მზეს ჰგავს: საკუთარი არსებით განუჭვრეტელნი, ანათებენ და აცოცხლებენ მათ, ვინც მის ნათელში გულის უბრალოებით იმყოფებიან. ისინი მხოლოდ იმ კადნიერ თვალს აბრმავებენ, რომელსაც მასში ჩაწვდომა სურს. წმიდა წერილის ღრმა...
იხილეთ სრულად
რწმენის საიდუმლოებები მზეს ჰგავს: საკუთარი არსებით განუჭვრეტელნი, ანათებენ და აცოცხლებენ მათ, ვინც მის ნათელში გულის უბრალოებით იმყოფებიან. ისინი მხოლოდ იმ კადნიერ თვალს აბრმავებენ, რომელსაც მასში ჩაწვდომა სურს. წმიდა წერილის ღრმა საიდუმლოებები (როგორც საერთოდ ქრისტიანული რელიგიისა) მარგებელია: ისინი იმიტომაც არის დაფარული, რომ არ დააკნინოს ვინმე, იმისთვის გვეძლევა გამოსაძიებლად, რომ გონება გაგვივარჯიშოს და იმისთვის ცხადდება, რომ გვასაზრდოოს.
რწმენა გონებისათვის იგივეა, რაც ტელესკოპი თვალისათვის: ტელესკოპის დახმარებით თვალი ხედავს იმას, რისი დანახვაც თავისთავად არ შეეძლო. იგი წვდება სივრცეს, რაც მისთვის ამ ხელსაწყოს გარეშე შეუძლებელი იყო. მსგავსად ამისა, რწმენაც მხოლოდ...
იხილეთ სრულად
რწმენა გონებისათვის იგივეა, რაც ტელესკოპი თვალისათვის: ტელესკოპის დახმარებით თვალი ხედავს იმას, რისი დანახვაც თავისთავად არ შეეძლო. იგი წვდება სივრცეს, რაც მისთვის ამ ხელსაწყოს გარეშე შეუძლებელი იყო. მსგავსად ამისა, რწმენაც მხოლოდ განავრცობს და განამტკიცებს; იგი გონებას ყოველივე იმის გამოკვლევის საშუალებას აძლევს, რაც განსჯას ექვემდებარება: მაგრამ, სადაც გონების ბუნებრივი ძალები უძლურია, იქ რწმენა აამაღლებს მას და უჩვენებს ახალ, ზებუნებრივ, ღვთაე...
ქრისტიანული რელიგიის სასწაულებრივი ქმედება ადამიანის გონებისთვის მიუწვდომელია. დაე, ასე იყოს, მაგრამ, "რასაც გონება ვერ წვდება, ეს ჯერ კიდევ არ არის რაღაც ისეთი რამ, რაც მის კანონებს ეწინააღმდეგება".
დავცინით წარმართს, რომელიც ბრმა რწმენით ემხობოდა კერპის წინაშე, რათა მასში დამალული ცრუპენტელას მიერ მოესმინა ჭეშმარიტება, მაგრამ განა ნაკლებად სამარცხვინოა, რომ რომელიმე "ბრძენთაბრძენი" გააკერპებს თავის შეზღუდულ გონებას და მხოლოდ...
იხილეთ სრულად
დავცინით წარმართს, რომელიც ბრმა რწმენით ემხობოდა კერპის წინაშე, რათა მასში დამალული ცრუპენტელას მიერ მოესმინა ჭეშმარიტება, მაგრამ განა ნაკლებად სამარცხვინოა, რომ რომელიმე "ბრძენთაბრძენი" გააკერპებს თავის შეზღუდულ გონებას და მხოლოდ ამ კერპის ბაგეთაგან სურს ჭეშმარიტების მიღება?
ღმერთს ძალუძს, შექმნას ისიც კი, რაც ადამიანისათვის წარმოუდგენელია. ასეთია - სასწაულები, ბუნების კანონებზე აღმატებული ღვთის ყოვლისშემძლეობის ქმედებები და ამიტომ ადამიანის გონებისთვის გაუგებარია, რითაც სავსეა ქრისტიანული რელიგიის ის...
იხილეთ სრულად
ღმერთს ძალუძს, შექმნას ისიც კი, რაც ადამიანისათვის წარმოუდგენელია. ასეთია - სასწაულები, ბუნების კანონებზე აღმატებული ღვთის ყოვლისშემძლეობის ქმედებები და ამიტომ ადამიანის გონებისთვის გაუგებარია, რითაც სავსეა ქრისტიანული რელიგიის ისტორია და რაც, უწინარეს ყოვლისა, საჯილდაო ქვაა რაციონალისტებისათვის, ანუ მათთვის, ვინც ნამდვილად და უეჭველად აღიარებს მხოლოდ გონებისათვის მისაწვდომს და იმას - რაც ბუნების კანონებიდან გამომდინარეობს.