ღვაწლი - ციტატები, გამონათქვამები
ღვაწლი - ციტატები, გამონათქვამები ღვაწლი, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ვაი რომ, მოღვაწენი და ძლიერნი მხოლოდ ჩვენი დაღუპვისთვის ვართ, ვიდრე იმისათვის, რაც ჩვენი ცხონებისათვის იქნებოდა საჭირო.
ვინც ღვთისმოსაობის ღვაწლს სასაცილოდ მიიჩნევს, ჰგავს იმ ადამიანს, რომელიც მდინარის დინების მიმართულებით მიცურავს და ამიტომ დინების მიერ ყოველგვარი პირადი ძალისხმევის გარეშე წაღებული დასცინის მათ, ვისაც სურთ, მდინარის დინების საწინა... იხილეთ სრულად
ღვინოს ან ცვილს მხოლოდ წნევის საშუალებით გამოაცალკევებენ; სწორედ ასევე, კეთილ საქმეებს სხვაგვარად ვერ აღასრულებ, თუ არა - გაძლიერებული შრომითა და ღვაწლით.
თუ ცოდვას არ ჩავიდენთ და ღვთის წინაშე გულმოდგინედ არ ვიღვაწებთ, ჰაერში ატაცებული ნახერხივით ვიტრიალებთ ზეცასა და მიწას შორის. ვერც ზეცისაკენ ავმაღლდებით და ვერც მიწაზე ვიდგებით მყარად.
ჩვენს რწმენაში უნდა იყოს ღვთისმოსაობა. ღვთისმოსაური ღვაწლი აქედან იწყება. რაც მეტად ღვთისმოსაურად მოღვაწეობს ადამიანი, მით უფრო უმრავლდება რწმენა და სიყვარული. ღვთისმოსაურ ღვაწლში ადამიანს მეტად ეხმარება ღვთის კეთილ საქმეებზე ფიქრ... იხილეთ სრულად
საიდან ექნება ღვთისმოსაური ღვაწლისთვის ძალა მას, ვისაც არა აქვს მხურვალე სიყვარული უფლის მიმართ?