სიბრძნე, სიდინჯე და სიყვარული,
აი, საუნჯე უხვი, ფარული,
კაცი გონებას თუცა მოეგოს,
პირველ სიმდიდრე ესე მოეგოს.
„ვინ არს ბრძენ და მეცნიერ თქვენ შორის, აჩვენენ კეთილად სვლისაგან საქმენი თვისნი, სიმშვიდითა სიბრძნისათა“, – იტყვის წმიდა მოციქული იაკობ; ესე იგი, თუ ვინმე ჭკვიანი და სწავლული არისო თქვენს შორის, ეს მან დაამტკიცოს თვით საქმით, ზნეო...
იხილეთ სრულად
„ვინ არს ბრძენ და მეცნიერ თქვენ შორის, აჩვენენ კეთილად სვლისაგან საქმენი თვისნი, სიმშვიდითა სიბრძნისათა“, – იტყვის წმიდა მოციქული იაკობ; ესე იგი, თუ ვინმე ჭკვიანი და სწავლული არისო თქვენს შორის, ეს მან დაამტკიცოს თვით საქმით, ზნეობით, ყოფა–ქცევითაო. მართლა, რით უნდა გამოაჩინოს კაცმა თვისი სწავლა და ჭკუა, თუ არა კეთილი საქმით, კარგი ზნეობით? გარნა, კარგს ზნეობას, კარგს ყოფა–ქცევას საკუთრად უნდა მიეჩვიოს კაცი; დიდი და განუცხრომელი ყურადღება უნდა ჰქ...
link
ჯერ უგუნური უნდა იყო, რომ მერე ბრძენი გახდე
ქრისტე ღმერთი სიბრძნითა და თავმდაბლობით იცნეს
ბრძენთა უთქვამთ სიყვარული, ბოლოდ მისი არ-წახდომა
არას გარგებს სწავლულება, თუ არა იქმ ბრძენთა თქმულსა
5. მოაზროვნე კაცი, თავად მჭვრეტი თავისი თავისა, ამოწმებს, რა შეჰფერის და რა არგებს მას, რა არის საკუთრივი და სასარგებლო სულისათვის და რა - უცხო მისთვის. ასე განელტვის იგი სულის სავნებელს, როგორც უცხოს და როგორც უკვდავებისგან მის გ...
იხილეთ სრულად
5. მოაზროვნე კაცი, თავად მჭვრეტი თავისი თავისა, ამოწმებს, რა შეჰფერის და რა არგებს მას, რა არის საკუთრივი და სასარგებლო სულისათვის და რა - უცხო მისთვის. ასე განელტვის იგი სულის სავნებელს, როგორც უცხოს და როგორც უკვდავებისგან მის გამმიჯვნელს
link
2. ჭეშმარიტად მოაზროვნე ადამიანს ერთი გულმოდგინება აქვს: დაემორჩილოს და სათნო-ეყოს ყოველთა ღმერთს, და მხოლოდღა ამისკენ განსწავლოს თავისი სული, თუ როგორ ესათნოოს იგი ღმერთს, რომ რაც უნდა შეემთხვეს მას ცხოვრებაში, ჰმადლობდეს უფლის ა...
იხილეთ სრულად
2. ჭეშმარიტად მოაზროვნე ადამიანს ერთი გულმოდგინება აქვს: დაემორჩილოს და სათნო-ეყოს ყოველთა ღმერთს, და მხოლოდღა ამისკენ განსწავლოს თავისი სული, თუ როგორ ესათნოოს იგი ღმერთს, რომ რაც უნდა შეემთხვეს მას ცხოვრებაში, ჰმადლობდეს უფლის ამგვარ და ესოდენ წინაგანგებასა და ყოვლის წარმმართველობას, რადგან უმართებულოა, რომ, ერთი მხრივ, მადლობას ვუძღვნიდეთ ექიმებს მაშინაც კი, როდესაც ისინი მწარე და ჩვენთვის უსიამოვნო წამლებს გვაძლევენ სხეულის გასაჯანმრთელებლად,...
link
1. ადამიანები "მოაზროვნეებად" არამართლმნიშვნელოვნად იწოდებიან, რადგან არ არიან მოაზროვნეები ძველ ბერძენთა სიტყვებისა და წიგნების შემსწავლელნი; მხოლოდღა ის ადამიანები უნდა ითქვან ჭეშმარიტად მოაზროვნეებად, რომლებსაც მოაზროვნე...
იხილეთ სრულად
1. ადამიანები "მოაზროვნეებად" არამართლმნიშვნელოვნად იწოდებიან, რადგან არ არიან მოაზროვნეები ძველ ბერძენთა სიტყვებისა და წიგნების შემსწავლელნი; მხოლოდღა ის ადამიანები უნდა ითქვან ჭეშმარიტად მოაზროვნეებად, რომლებსაც მოაზროვნე სული აქვთ და შეუძლიათ განარჩიონ, ერთი მხრივ, რა არის კარგი, მეორე მხრივ კი - როგორია ცუდი; ისინი, განელტვიან უკეთურსა და სულისმავნებელს და ღვაწლის მიერ წადიერად განიკუთვნებენ კეთილსა და სულისმარგებელს
link