სხვა თემა - ციტატები, გამონათქვამები
სხვა თემა - ციტატები, გამონათქვამები სხვა თემა, გამონათქვამები, ციტატები
მიხსენი, უფალო, რადგან აღარ არსებობს ღვთისმოსავი, რადგან გამქრალან ჭეშმარიტნი კაცთა მოდგმიდან. ტყუილს ეტყვიან ერთიმეორეს, ქლესა ტუჩებით ორპირულად ლაპარაკობენ; მოსპობს უფალი ქლესა ბაგეებს, გოროზად მოლაპარაკე ენებს. იხილეთ სრულად
ბოროტეული მაშინაც კი გარბის, როცა არავინ მისდევს, ხოლო მართალნი ლომებივით მშვიდად არიან.
თ. 26-28
საღმრთო წერილის მიხედვით, თუ ქრისტე ჩვენთვის მოკვდა და ჩვენთვის კი არა, არამედ ჩვენთვის მომკვდარისა და აღდგომილისთვის ვცოცხლობთ, მაშინ ცხადია, რომ მას სიკვდილამდე უნდა ვემსახუროთ. მაშ, როგორ შეგვიძლია, ძეობა კუთვნილად მივიჩნიოთ?!
ნუ ჩათვლი უდიდესად იმას, რაც ცუდზე უკეთესი ჩანს, არამედ სწუხდე იმას, რომ სხვები შენზე კეთილნი არიან.
ყველასათვის დანასახია: შუქი მიწას ციდან ეფინება, რადგან მზე, მთვარე და ვარსკვლავები ცის კამარიდან გვინათებენ. ეს იმაზე მიუთითებს, რომ შეუქმნელი გონიერი ნათელი - უფალი ღმერთი ჩვენი, ცაში დავანებული უპირატესად და მისგან გვეფინება შუ... იხილეთ სრულად
ნებისმიერი სახელმწიფო ანუ საზოგადოება ერთი მთელიანი სხეულივითაა და როგორც სხეულის თითოეული ნაწილი, ღვთით თავის საჭირო ადგილზეა მორგებული, ასეა საზოგადოებაშიც, თითოეული ღვთისაა თავის ადგილზე დადგენილი. თუმცა ამასთანავე, თითოეული მა... იხილეთ სრულად
ბევრი ადამიანი უმადურია. თუ მათგან მადლობის მიღების იმედი გვაქვს და არ გადაგვიხდიან, დავღონდებით. სჯობს მოლოდინი არაფრის გვქონდეს და მშვიდად ვიქნებით.
არიან ადამიანები, დიდებულნიც კი, რომლებიც როცა იმყოფებიან გაცბუნებაში, არ ეკითხებიან უფალს. საჭიროა პირდაპირ უთხრა: „უფალო, მე ცოდვილი ადამიანი ვარ, არ ვიცი როგორ მოვიქცე, შენ მოწყალე ხარ, მითხარი მე, როგორ მოვიქცე“. გულმოწყალე უფ... იხილეთ სრულად