ციტატები, გამონათქვამები, ფრაზები ციტატები, გამონათქვამები, ფრაზები
აწ იგი იქმნას, რაცაღა ენებოს ღმრთისა წადილსა
ვთქვი, თუ ღმერთსა ვერას ვჰკადრებ, რაცა სწადდეს, აგრე ვყოცა
მაგრა, თვით იცით, ხელმწიფე ხამს მქმნელი სამართალისა
უხვად გავსცემდეთ, ვავსებდეთ, სიძუნწე უმეცრულია
ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად
კარგი საქმე კაცსა ზედა აზომ თურე არ წახდების
სიმძიმილთა ერდო დახაშ, სიხარულთა კარი აღი
მიმნდონი საწუთროსანი მისთა ნივთთაგან რჩებიან, იშვებენ, მაგრა უმუხთლონ ბოლოდ ვერ მოურჩებიან; ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა, რომელნი ეურჩებიან. ისმენდი ჩემთა ამბავთა, თუ სულნი - შე-ღარჩებიან
არს უკეთესი, რაცაღა სწადს განგებასა ზენასა
განგებასა ვერვინ შესცვლის, არ საქმნელი არ იქმნების