ციტატები, გამონათქვამები, ფრაზები
ციტატები, გამონათქვამები, ფრაზები ციტატები, გამონათქვამები, ფრაზები
167. როდესაც გაიცოცხლებ რაიმე სიამოვნების წარმოსახვას, დაიცავი შენი თავი, რომ მყისვე არ გახდე წარტაცებული მისგან, არამედ მცირედით დაახანე, გაიხსენე სიკვდილი და დაფიქრდი, რაოდენ უმჯობესია შეიცნო საკუთარი თავი, _ სიამოვნებისეული საც... იხილეთ სრულად
166. იმათი მიზეზით, რომლებიც უღვთოდ ამბობენ, რომ მცენარეც და მწვანილიც სულიერია, დავწერე მე ეს თავი უმარტივესთათვის საცოდნელად: მცენარეებს აქვთ ბუნებითი სიცოცხლე, მაგრამ სული არა აქვთ, ხოლო ადამიანი "მოაზროვნე ცოცხალ არსებად" ითქმ... იხილეთ სრულად
165. სიკეთე გაუკეთე შენს შეურაცხმყოფელს და მეგობრად გეყოლება ღმერთი. ნურავის წინაშე ნუ განაქიქებ შენს მტერს, იღვაწე სიყვარული, კეთილგონიერება, მოთმინება, თავშეკავება და სხვა ამგვარი, რადგან სწორედ ესაა ღვთის ცოდნა _ მდაბალცნობიერე... იხილეთ სრულად
164. ღმერთს ცნობს და ღვთის მიერ იცნობა ის ადამიანი, რომელიც ცდილობს ყოვლითურთ განუყრელი იყოს ღვთისგან, ხოლო ღვთისგან განუყრელი ის ადამიანი ხდება, რომელიც არის ყოველგვარად კეთილი და ყველა სიამოვნების მომთოკველი, თუმცა არა ამათი მოხ... იხილეთ სრულად
163. თუ შეიცნობ შენს თავში უკეთურ საქმეებს, კეთილთა მოლოდინით მოიკვეთე ისინი შენი სულისგან, რადგან სამართლიანია ღმერთი და კაცთმოყვარე.
162. სახელი არის მრავალთაგან ერთის აღმნიშვნელი. ამის გამო, უგუნურებაა იმის ფიქრი, რომ ღმერთს, რომელიც ერთია და მხოლო, სხვა სახელი ჰქონდეს, რადგან "ღმერთი" ამას აღნიშნავს: დაუსაბამოს, ადამიანის გამო ყოვლიერების დამბადებელს.
161. წმინდანად იწოდება ის, ვინც განწმენდილია ბოროტებისა და ცოდვათაგან. ასე რომ, სულის უდიდესი წარმატება და ღვთისადმი სათნოყოფა ესაა ადამიანში ბოროტების არარსებობა.
160. არაა რთული ღვთის შეცნობა იმისთვის, ვინც მორწმუნეა და ამის მსურველი, ხოლო თუ გინდა, რომ იხილო კიდეც ღმერთი, განჭვრიტე ყოველივე იმის კეთილშობილება და წინაგანგებულება, რაც მისი სიტყვით შეიქმნა და იქმნება, ხოლო ეს ყველაფერი ადამი... იხილეთ სრულად
159. მხოლოდ ადამიანია მიმღები ღვთისა, რადგან მხოლოდ ამ ცოცხალ არსებას ეზრახება ღმერთი, _ ღამით სიზმრებში, დღისით კი გონების გზით, _ და ყოველთა მიერ სწორედ თავის ღირს ადამიანებს აუწყებს და მიანეიშნებს იგი წინასწარ სამომავლო სიკეთეთ... იხილეთ სრულად