ციტატები, გამონათქვამები, ფრაზები
ციტატები, გამონათქვამები, ფრაზები ციტატები, გამონათქვამები, ფრაზები
138. მოკვდავნი უკვდავთ ექვემდებარებიან, უკვდავნი კი მოკვდავთ მსახურებენ, ესე იგი სტიქიონები - ადამიანს. ეს კი ხდება შემოქმედი ღმერთის კაცთმოყვარეობისა და ბუნებითი სიკეთის შედეგად.
137. მიწაზე შეიქმნა ღვთის მიერ შობადობა და სიკვდილი, ცაში კი - წინაგანგება და კანონზომიერება, ყველაფერი კი ადამიანისა და მისი ცხონებისთვის დაიბადა. ღმერთმა, რომელიც უნაკლულოა ყოველგვარი სიკეთით, ადამიანთა გამო შექმნა ცა, მიწა და ს... იხილეთ სრულად
ეკრანის საშუალებით ხდება ადამიანური ცნობიერებით უპრეცენდენტო მანიპულაცია და მისი ეშმაკს დამსგავსება. ინფორმაციის სწრაფ ნაკადში თანამედროვე ადამიანი საკუთარ თავს კარგავს, იფიტება მისი სულიერი საფუძველი და კნინდება პიროვნება. ეკრანი... იხილეთ სრულად
136. სული სოფელშია როგორც შობილი, გონება კი ზესოფლისაა როგორც უშობელი (იგულისხმება, რომ სული ამ სოფელში მოქმედებს და ამ სოფლისთვისაა "შობილი", ზრახავს რა ამსოფლისას, გონება კი ზეციურს იზრახავს და არ შეემსჭვალვის ამ სოფელს, ანუ არ ... იხილეთ სრულად
ეკრანი აყალიბებს საზოგადოებრივ აზრს და ქმნის იდეოლოგიურ ილუზიებს. საინფორმაციო პროდიუსერები ქურუმთა კასტად იქცევიან, რომელიც მართავს და მანიპულირებს რეალობით. ეკრანი თავის "რეალობას" ქმნის და მასში ჩაფლულ ადამიანებს მართავს, მოხერ... იხილეთ სრულად
135. გონება სულში ჩნდება და ბუნება სხეულში. გონება სულის განღმრთობაა, ბუნება კი სხეულის წარდინებაა (იგულისხმება, რომ მატერიალური ბუნება ანუ ნივთიერი შედგენილობა - ბუნება განაპირობებს სხეულის დაშლადობას, ანუ საეკლესიო ტერმინოლოგიით... იხილეთ სრულად
134. მშვენიერება უჩინარია ზეციერთაებრ. ბოროტება ცხადლივია მიწიერთაებრ. მშვენიერება ბადალის არმქონეა. გონების მქონე ადამიანი უმშვენიერესს ირჩევს, რადგან მხოლოდ ადამიანისთვისაა შესაცნობი ღმერთი და მისი ქმნილებები.
ეკრანი აჩვევს სხვა ადამიანში პიროვნების არ დანახვას, რეალურ ცხოვრებაში მათ, როგორც მკვდარი, უსახო სურათის, როგორც გამოსახულების გულგრილად ყურებას. წმ. წერილი ამას უწოდებს "გულისთქმას თვალთაი" (1 ინ. 2:16), ხოლო წმ. მღვდელმთავ... იხილეთ სრულად
133. ღმერთმა ადამიანს შეუქმნა მთელი ცა და ამკობენ მას ვარსკვლავები. ადამიანის გამო შექმნა მან მიწა, რასაც თავისთვის ამუშავებენ კაცნი. ისინი, რომლებიც ვერ გრძნობენ ღვთის ესოდენ წინაგანგებას, სულით უგუნურნი არიან.
ჰოი ძმებო, ჩვენ განსვლის ჟამს ბრალს როდი დაგვდებენ იმაში, რომ სასწაულებს არ აღვასრულებდით, ან ღვთისმეტყველები რომ არ ვიყავით, ან ხილვები რომ არ გვქონდა, არამედ უეჭველია, ღმერთს პასუხს მივუგებთ იმაზე, რომ განუწყვეტლად ჩვენს ცოდვებს... იხილეთ სრულად