141. ძე მამაშია, სულიწმინდა ძეშია, მამა კი ორივე მათგანშია; ადამიანმა რწმენით იცის ყოველივე ის, რაც უხილავია და გონებით აღსაქმელი, ხოლო რწმენა ესაა სულის ნებაყოფლობითი დათანხმებულობა (იგულისხმება, რომ მორწმუნე სული ნებსით ეთანხმებ...
იხილეთ სრულად
141. ძე მამაშია, სულიწმინდა ძეშია, მამა კი ორივე მათგანშია; ადამიანმა რწმენით იცის ყოველივე ის, რაც უხილავია და გონებით აღსაქმელი, ხოლო რწმენა ესაა სულის ნებაყოფლობითი დათანხმებულობა (იგულისხმება, რომ მორწმუნე სული ნებსით ეთანხმება და იღებს ყოველსავე იმას, რაც ღვთისგან ემცნო, განჩხრეკისა და ლოგიკურ-სილოგიკური განსჯების გარეშე).
link
140. ჩვენი შემოქმედი ღვთის კაცთმოყვარეობის გამო ადამიანებს უამრავი გზა აქვთ ცხონებისა, რაც სულებს მოაქცევს და ზეაიყვანს ცათაკენ, რადგან ადამიანთა სულები სათნოების წილ სანაცვლო საზღაურს მოიპოვებენ, შეცოდებათა წილ კი - სატანჯველთ.
თავისი ბალაგანური სიშმაგის წყალობით (უსასრულო "იუმორინები", "მხიარულთა და საზრიანთა" კლუბები", შოუ და სხვა ვირტუალური გასართობები) ეკრანი ადამიანის რეალობისგან მოწყვეტის ფუნქციას ასრულებს. იგი ადამიანის სულს მიდრეკილს ხდის მიმბაძვ...
იხილეთ სრულად
თავისი ბალაგანური სიშმაგის წყალობით (უსასრულო "იუმორინები", "მხიარულთა და საზრიანთა" კლუბები", შოუ და სხვა ვირტუალური გასართობები) ეკრანი ადამიანის რეალობისგან მოწყვეტის ფუნქციას ასრულებს. იგი ადამიანის სულს მიდრეკილს ხდის მიმბაძველობისა და სიტუაციაში ემოციური ჩართულობისაკენ. ადამიანი განიცდის რა პერსონაჟების ფსიქიკურ მდგომარეობას, თვითონაც იწყებს ცხოვრებაში თამაშს, ისე როგორც მსახიობი სცენაზე. ეკრანი ასწავლის ადამიანს, ჩანდეს ისეთი, როგორიც სრულ...
link
139. ვინც უბადრუკია და არ ძალუძს, რომ ავნოს ვინმეს, კეთილმსახურთა შორის არ ჩაითვლება, მაგრამ ვისაც ზიანის მოტანა შეუძლია და თავის ძალას ბოროტებისთვის არ იყენებს, არამედ ინდობს მასზე უფრო მდაბალთ, რადგან კეთილმსახურებს იგი ღმერთს, ...
იხილეთ სრულად
139. ვინც უბადრუკია და არ ძალუძს, რომ ავნოს ვინმეს, კეთილმსახურთა შორის არ ჩაითვლება, მაგრამ ვისაც ზიანის მოტანა შეუძლია და თავის ძალას ბოროტებისთვის არ იყენებს, არამედ ინდობს მასზე უფრო მდაბალთ, რადგან კეთილმსახურებს იგი ღმერთს, ამგვარი ვინმე სიკვდილის შემდეგაც სიკეთეთა უკუმიგების წიაღში იქნება.
link
138. მოკვდავნი უკვდავთ ექვემდებარებიან, უკვდავნი კი მოკვდავთ მსახურებენ, ესე იგი სტიქიონები - ადამიანს. ეს კი ხდება შემოქმედი ღმერთის კაცთმოყვარეობისა და ბუნებითი სიკეთის შედეგად.
137. მიწაზე შეიქმნა ღვთის მიერ შობადობა და სიკვდილი, ცაში კი - წინაგანგება და კანონზომიერება, ყველაფერი კი ადამიანისა და მისი ცხონებისთვის დაიბადა. ღმერთმა, რომელიც უნაკლულოა ყოველგვარი სიკეთით, ადამიანთა გამო შექმნა ცა, მიწა და ს...
იხილეთ სრულად
137. მიწაზე შეიქმნა ღვთის მიერ შობადობა და სიკვდილი, ცაში კი - წინაგანგება და კანონზომიერება, ყველაფერი კი ადამიანისა და მისი ცხონებისთვის დაიბადა. ღმერთმა, რომელიც უნაკლულოა ყოველგვარი სიკეთით, ადამიანთა გამო შექმნა ცა, მიწა და სტიქიონები, პატივად მიაგო რა მას ამათ მიერ ყოველგვარი ტკბობა სიკეთეებით.
link
ეკრანის საშუალებით ხდება ადამიანური ცნობიერებით უპრეცენდენტო მანიპულაცია და მისი ეშმაკს დამსგავსება. ინფორმაციის სწრაფ ნაკადში თანამედროვე ადამიანი საკუთარ თავს კარგავს, იფიტება მისი სულიერი საფუძველი და კნინდება პიროვნება. ეკრანი...
იხილეთ სრულად
ეკრანის საშუალებით ხდება ადამიანური ცნობიერებით უპრეცენდენტო მანიპულაცია და მისი ეშმაკს დამსგავსება. ინფორმაციის სწრაფ ნაკადში თანამედროვე ადამიანი საკუთარ თავს კარგავს, იფიტება მისი სულიერი საფუძველი და კნინდება პიროვნება. ეკრანის ზეგავლენა ქვეცნობიერებაზე და ფსიქიკით მანიპულაცია იმითაა საშიში, რომ ამან შეიძლება წაართვას ადამიანს პიროვნული ყოფიერების უმთავრესი საფუძველი - არჩევანის ჭეშმარიტი თავისუფლება. არა მარტო ტელეეკრანზე, არამედ რადიოეთერში...
link
136. სული სოფელშია როგორც შობილი, გონება კი ზესოფლისაა როგორც უშობელი (იგულისხმება, რომ სული ამ სოფელში მოქმედებს და ამ სოფლისთვისაა "შობილი", ზრახავს რა ამსოფლისას, გონება კი ზეციურს იზრახავს და არ შეემსჭვალვის ამ სოფელს, ანუ არ ...
იხილეთ სრულად
136. სული სოფელშია როგორც შობილი, გონება კი ზესოფლისაა როგორც უშობელი (იგულისხმება, რომ სული ამ სოფელში მოქმედებს და ამ სოფლისთვისაა "შობილი", ზრახავს რა ამსოფლისას, გონება კი ზეციურს იზრახავს და არ შეემსჭვალვის ამ სოფელს, ანუ არ არის "შობილი" ამსოფლისათვის), ხოლო სოფლის შემმეცნებელ და ცხონების მოსურნე სულს ყოველ ჟამს აქვს გარდაუვალი რჯული და თავისთვის იმას განსჯის, რომ აი, ახლაა ბრძოლა და გამოცდა, რომ - ვერ შეძლებს იგი თვალი გაუსწოროს მსაჯულს, დ...
link
ეკრანი აყალიბებს საზოგადოებრივ აზრს და ქმნის იდეოლოგიურ ილუზიებს. საინფორმაციო პროდიუსერები ქურუმთა კასტად იქცევიან, რომელიც მართავს და მანიპულირებს რეალობით. ეკრანი თავის "რეალობას" ქმნის და მასში ჩაფლულ ადამიანებს მართავს, მოხერ...
იხილეთ სრულად
ეკრანი აყალიბებს საზოგადოებრივ აზრს და ქმნის იდეოლოგიურ ილუზიებს. საინფორმაციო პროდიუსერები ქურუმთა კასტად იქცევიან, რომელიც მართავს და მანიპულირებს რეალობით. ეკრანი თავის "რეალობას" ქმნის და მასში ჩაფლულ ადამიანებს მართავს, მოხერხებულად იყენებს რა "მასობრივი ფსიქოლოგიის" კანონებს. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მასებზე გათვლილი ეკრანი მუშაობს "პირველ სასიგნალო სისტემაზე", ლიტერატურისგან განსხვავებით, რომელიც ზემოქმედებს "მეორე სასიგნალო სისტემაზე...
link
135. გონება სულში ჩნდება და ბუნება სხეულში. გონება სულის განღმრთობაა, ბუნება კი სხეულის წარდინებაა (იგულისხმება, რომ მატერიალური ბუნება ანუ ნივთიერი შედგენილობა - ბუნება განაპირობებს სხეულის დაშლადობას, ანუ საეკლესიო ტერმინოლოგიით...
იხილეთ სრულად
135. გონება სულში ჩნდება და ბუნება სხეულში. გონება სულის განღმრთობაა, ბუნება კი სხეულის წარდინებაა (იგულისხმება, რომ მატერიალური ბუნება ანუ ნივთიერი შედგენილობა - ბუნება განაპირობებს სხეულის დაშლადობას, ანუ საეკლესიო ტერმინოლოგიით "წარდინებას"). ყოველ სხეულშია ბუნება, მაგრამ ყველა სულში როდია გონება. ამიტომ, ვერც ყველა სული ცხონდება.
link